ჩვენ ყველას გვჭირდება იმედი რომ იარებს მოვიშუშებთ, ქალაქს ფეხზე დავაყენებთ და ეს იმედია ის საოცარი ერთობა, თავგანწირვა და თანაგრძნობა რაც გუშინ ღამიდან ჩემს თვალწინ ხდება...
ნეტავ შემეძლოს სათითაოდ მადლიერების და აღფრთოვანების გამოხატვა ექიმების, ძალოვნების, მაშველების, თავშესაფრის თუ ზოოპარკის თანამშრომლების, მოხალისეების, გასაოცარი ახალგაზრდების მიმართ - ვინც ტრაგედიის პირველი წამებიდან თავდაუზოგავად იბრძოდა, ვინც ეხლაც
ქვეყნის სიამაყეა ყველა - ვინც სიყვარულით და ერთად დგომით - თავდადებით ებრძვის სიკვდილს და ნგრევას.
ჩვენ ამ იარას მოვიშუშებთ. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, თბილისი ისევ ფეხზე დადგება, სამწუხაროდ დაღუპულების გარეშე... სამწუხაროდ დიდი ტკივილით და სინანულით...“ - წერს კახი კალაძე სოციალურ ქსელში.




















