14 ივნისი, 2015
placebo-ს მუსიკოსის ბოდიში საქართველოს - Tbilisi open air 2015 სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე საათის წინ "ინსტაგრამზე" placebo-ს მუსიკოსმა შტეფან ოლსდალმა, სტიქიის დროს თბილისის ცენტრში გადაღებული ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

"ეს არის თავისუფლად მოსეირნე ბეჰემოტი თბილისში, საქართველოში. "პლაცებო" იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები ცირკს..."

მუსიკოსის სტატუსს სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა და ხალხი წერდა რომ ჯგუფისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ და საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მიეცათ.
რამდენიმე კვირაში placebo თბილისში კონცერტის გამართვას გეგმავს.

მომხდარის გამო "თბილისი ოპენ აირ 2015" - ის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს:

"მეგობრებო, ეს
არის შტეფან ოლსდალის, წევრის, ბოდიში. ჩვენ დღეს მას ორჯერ ვესაუბრეთ და მან გულწრფელად მოგვიხადა ბოდიში და აგვიხსნა, რომ როდესაც ბეჰემოტის ფოტოს გადააწყდა ინტერნეტში საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და კონკრეტულად ამ ფოტოზე გაიხუმრა. ჩვენთვის, მისი ახსნა დამაჯერებელი და მისაღებია" - ნათქვამია განცხადებაში

როგორ არის ბეჰემოტი, რომელიც გმირთა მოედანზე აღმოჩნდა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
გვანცა
თმებით უნდა ითრიო!!!
13:27 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
"ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები ცირკს",ე.ი.ძალიან კარგად იცოდა რაც ხდებოდა თბილისში,ხოდა ფეხი არ ჩამოაკაროს თორემ მიიღებს რისი ღირსიც არის დამხვდურებთან ერთად.
21:27 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
1174
ამათი დასაცინი რომ გახდება ჩვენი ქვექანა და ჩვენი ხალხი. დაეტიოს თავის ქვეყანაში აქ არავის ჭირდება ისედაც შოკშია ხალხი.
12:07 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
კარგი იქნება თავისი ბოდიში წაიღოს უკან და ფეხიც აღარ ჩამოადგას. არავის სჭირდება მასეთი სულელები, მითუმეტეს ამ პერიოდში. კაცი სანამ რამეს წამოროშავს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და პირი ისე გააღოს, რომ მერე საბოდიშო არ გაუხდეს... ჯამბაზები ვიცი მე სცენაზე.
10:52 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
:( :(
კარგით რაა, ამ სულელმა ბეჰემოტის ფოტო სად ნახა ისე, რომ სტიქიის ერთი სურათი მაინც არ იდო?? ან ორგანიზატორები ივენთს ხომ არ გააუქმებენ, კი გვაქვს სამხიარულოდ საქმე :@
02:11 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS