14 ივნისი, 2015
თვითმხილველის ჩანაწერი ცხოველების დახოცვაზე - "მე ამას არ ვიტყოდი, ვიმეორებ, ჩემი თვალით რომ არ მენახა"
ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი ამაშუკელი, გუშინ თბილისში სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე სტატუსს აქვეყნებს:

"პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემ მეგობრებს და შემდეგ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი ტელევიზორში ნახა საინფორმაციოში ან მსგავს რამე ინტრიგნულ საიტზე წაიკითხა. მე უშუალოდ ვიყავი იქ 3 საათზე მეტ ხანს და ჩემი თვალით ვუყურებდი, რა სიტუაცია იყო.

სრულიად აპოლიტიკური ვარ ამ შემთხვევაში და მიუკერძოებელი. მეტსაც გეტყვით, არ მომწონს ეს მთავრობა, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი რომ ჩემი თვალით არ დამენახა, არ დავიწყებდი
სამართალდამცავების ჩვენი მაშველების და ყველა იმ ადამიანის დაცვას, რომელიც გუშინ მთელი ღამე მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა.

ლაიქების შეგროვება თქვენს კომენტარებზე სხვა დროისკენ შემოინახეთ. ეცით პატივი დაღუპულთა ოჯახებს როგორც დაზარალებულების მხრიდან, ასევე მაშველების და სხვა სტრუქტურებიდან დახმარების დროს გარდაცვლილებს. ტელევიზიას საერთოდ ეძინა გუშინ 3 საათის განმავლობაში. არც ერთი ტელევიზია არ დამინახავს საერთოდ არც ზოოპარკთან არც სხვა ადგილებში. ყველა წერტილი ფეხით მოვიარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა...

ეხლა უშუალოდ რასაც ჩემი თვალით ვხედავდი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ზემოდან: მაშველები და სხვადასხვა

სტრუქტურის წარმომადგენლები ვერაფრით ვერ უდგებოდნენ ხალხს, რომელიც იყო მოხვედრილი წყალსა და გაგიჟებულ შეშინებულ ცხოველებს შორის. პირველ რიგში ცხოველებს იმიტომ ესროდნენ, რომ ხალხს ესხმოდნენ თავს, რომლებიც ტრასაზე იყვნენ გაჭედილები და არა იმიტომ, რომ ცხოველები არ უყვართ და დაუნდობლები არიან.

მსგავსი რაღაცები ამოვიკითხე სხვადასხვა პოსტებში. სხვა გამოსავალი არ იყო - ან ცხოველები უნდა დაეძინებინათ შეძლებისდაგვარად ან მოეკლათ, ან ეს დამფრთხალი ცხოველები დაგლეჯდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ორ ცეცხლ შუა იყვნენ წყალსა და გაგიჟებულ მტაცებელ ცხოველებს შორის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურის მუშაკს, რომელიც გუშინ ყველაფერს აკეთებდა გვიან ღამემდე და დღესაც მთელ ქალაქს წმინდავენ. ნუ იქნებით ხალხნო უმადურები და დაუნახავები. ნუ დაწერთ იმის შესახებ, რაც ზუსტად არ იცით, ან ცხელ გულზე მოროშავთ!!!

მე ამას არ ვიტყოდი, ვიმეორებ, ჩემი თვალით რომ არ მენახა"

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაიკო
ოთარი, თქვენ გჯერათ რომ დაძინებულ მგელს ესროლეს? მე არა. ზოოპარკი რომ არ არსებობს, ეს სამწუხაროა, მაგრამ არა გამოუსწორებელი ტრაგედია, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ სტიქიას ემსხვერპლნენ, სწორედაც რომ გამოუსწორებელი დანაკარგია. და კიდევ, მაინტერესებს, იმ ქაოსში, სიბნელეში, მოვარდნილ შავ წყალში მგლის აელვარებულ თვალებს რომ წააწყდებოდით, ხელში თუ იარაღი გექნებოდათ, რას იზამდით?
14:02 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან მაინტერესებს ამ ქვეყანაში ცხოველები უფრო მნიშვნელოვანია თუ ადამიანები როცა ადამიანს საფრთხეს უქმნის დახოცავდნენ აბა რას იზამდნენ წარმოიდგინეთ თქვენი შვილები რომლებსაც თავს დასხმოდნენ ეს ცხოველები მერეც ასე იჭიკჭიკებდით?! ძალიან მიყვარს ცხოველები მაგრამ უპირატესობას მაინც ადამიანებს ვანიჭებ მორჩით ამდენ ლაპარაკს ცხოველებზე და დაღუპული ადამიანები იგლოვეთ!
13:47 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ოთარი
დაძინებულ მგელს რომელიც არავის ერჩოდა ტყვია დაახალეს და მოკლეს, ეს დღეს გიორგი გაბუნიას გადაცემაში ითქვა. ვინც ეს გააკეთა არის მგელზე უარესი ცხოველი, ვინ იცის რამდენი ასეთი ფაქტი იყო დღეს. საქართველოს ერთადერთი ზოოპარკი აღარ არსებობს პატარების საყვარელი ადგილი.
00:48 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS