„მოკლედ, ახლა სანდო პირებმა დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ წუხელ, ზოოპარკში შევიდა რამდენიმე ტლუ და ბოგანო ფორმიანი და თუ რამე მოძრაობდა, დახოცეს. ამ სიტუაციაზე კონტროლი ჰქონდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსო.
ახლა თქვენ განსაჯეთ ვინ ვის რისი უფლება მისცა იქ. მაშველებს არავისთვის არ უსროლიათ. ეს ზუსტად ვიცი. მეტიც, დამაძინებელი ნემსები რომ მოიტანეს, ის არარაობები მაინც ისროდნენ და ერთი ტყვიის დახლაც არ იკმარეს, ფაქტობრივად ცხრილავდნენ საწყალს მხეცებსო.
შუმბაც გადარჩენილი, თავისთვის ყოფილა და ვიღაც ნაბიჭვარმა დაახალა. მინდა მოკვდეს ისიც და ყველა,
ვინც წუხელ ცხოველები დახვრიტა. მინდა საშინელი სიკვდილით მოკვდნენ. სავარაუდოდ ლეოპარდია გაქცეული და იმას დასდევენ დასაჭერად ახლა და თუ დამჭერებს შორის მკვლელებიც არიან, მინდა ლეოპარდმა გამოგლიჯოს ყელი“ - წერს „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი
ეკატერინე ლომიძე სოციალურ ქსელში.