14 ივნისი, 2015
„ერთი ტყვიის დახლაც არ იკმარეს, ფაქტობრივად ცხრილავდნენ საწყალს მხეცებსო...“
„მოკლედ, ახლა სანდო პირებმა დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ წუხელ, ზოოპარკში შევიდა რამდენიმე ტლუ და ბოგანო ფორმიანი და თუ რამე მოძრაობდა, დახოცეს. ამ სიტუაციაზე კონტროლი ჰქონდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსო.

ახლა თქვენ განსაჯეთ ვინ ვის რისი უფლება მისცა იქ. მაშველებს არავისთვის არ უსროლიათ. ეს ზუსტად ვიცი. მეტიც, დამაძინებელი ნემსები რომ მოიტანეს, ის არარაობები მაინც ისროდნენ და ერთი ტყვიის დახლაც არ იკმარეს, ფაქტობრივად ცხრილავდნენ საწყალს მხეცებსო.

შუმბაც გადარჩენილი, თავისთვის ყოფილა და ვიღაც ნაბიჭვარმა დაახალა. მინდა მოკვდეს ისიც და ყველა,
ვინც წუხელ ცხოველები დახვრიტა. მინდა საშინელი სიკვდილით მოკვდნენ. სავარაუდოდ ლეოპარდია გაქცეული და იმას დასდევენ დასაჭერად ახლა და თუ დამჭერებს შორის მკვლელებიც არიან, მინდა ლეოპარდმა გამოგლიჯოს ყელი“ - წერს „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე სოციალურ ქსელში. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინია
ვაი რო ადამიანები იქცნენ მხეცებად,ვინც ეგ საქციელი ჩაიდინა არაფრით არ განსხვავდება იმ ზოოპარკის ცხოველებიდან.ადამიანებს ჭამდნენო და სად ნახეთ ადამიანები?ამას ადამიანობა ქვია?ჯერ საწყალ ცხოველებს თავისუფლება წაარტვეს,გალიაში გამოამწყვრიეს,ადამიანების გამრთობებად აქციეს და იგივე ადამიანებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს საცოდავებს.გრცხვენოდეთთთთთთთთთ!! იმიტომაც აღარ გვინდობს ბუნება. ახია ყველაფერი რაც გვემარტება ჩვენზე!....
14:12 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლომიძეს
მემგონი არაფრით განსხვავდები შენ ბოგინო და ტლუ ადამიანისაგან, დარწმუნებული ვარ კარგად შეექცევი ცხოველის ხორცს და კარგადაც ილხეთ მათ ნაალაფარზე. შენ თითონ მოგეთვინიერებია ქუჩაში ნაპოვნი ველური არსება შე ვაი მოაზროვნევ!
12:08 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე ლომიძეს
საიდან გაქვთ ხალხო ამდენი ბოღმა, რეებს წერთ საერთოდ, ცხოველი გეცოდებოდეს და ადამიანი გეზიზღებოდეს პირველად გავიგე, იქ უამრავი ადამიანი იყო რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა ცხოველების გამო, სანამ ყელს არ გამოაჭამდა გადარჩენილ ადამიანებს მანამდე ხელი არ უნდა ეხლოთ მხეცებისთვის ? ეგ ზოოპარკის დირექტორმაც თქვა, ერთი შენი შვილი ყოფილიყო იმ ცხოველების გვერდით რომლებმაც საკუთარი აღმზრდელიც არ დაინდეს და მერე როგორ იჭიკჭიკებდი გნახავდი
10:16 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS