14 ივნისი, 2015
რა იწინასწარმეტყველა ექსპერტმა 2012 წელს - "ერთ დღეს შეიძლება მდინარე ვერე წამოვიდეს და გმირთა მოედანი ჩაიტანოს მტკვარში"
სოციალურ ქსელში თამარ ჩიქოვანის გადაცემის "ჩვენ" 2012 წლის ჩანაწერი ვრცელდება, სადაც ეკონომიკის ექსპერტი ნიკო კახეთელიძე მდინარე ვერეს შესაძლო ადიდების შესახებ საუბრობს. ექსპერტმა წუხელ ღამით განვითარებული მოვლენები სამი წლის წინ იწინასწარმეტყველა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ახალი გზა, რომელიც გაკეთდა ვაკე-საბურთალოზე გმირთა მოედნიდან... იქ ვერეს ხეობაა. თუ დააკვირდებით, მდინარე მოქეულია სარკოფაგში, არაფრით არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მდინარე ვერე წამოვიდეს და გმირთა მოედანი ჩაიტანოს მტკვარში, ძალიან ადვილად შესაძლებელია ეს, ამაში დაგვარწმუნა ნახევარ საათიანმა
ნალექმა.

- კლდე, რომელიც გაჭრეს, სადაც გზა გაკეთდა, (კი ააფარეს რაღაცები) ალბათ უნდა იცოდეთ, რომ არ შეიძლებოდა იმ კლდის მოჭრა. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
irakli
ეკონომიკას მიხედე ბიძია-ბაბუა შენ.
13:50 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS