ძლიერ წვიმას და წყალდიდობას თბილისში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერ წვიმის შედეგად 12 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა მონაცემები შესაძლოა, ყოველწუთს შეიცვალოს და კიდევ უფრო დამძიმდეს.
გარდაცვლილთაგან ორი ადამიანი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის შედეგად დაიღუპა. ერთი გარდაცვლილი ქალი, ერთი კი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.
წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა
4 ცხედარი იქნა ნაპოვნი ზოოპარკის ტერიტორიაზე. ცხედრები უკვე პროზექტურაში არიან გადაყვანილი. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ოთხი გარდაცვლილიდან სამი ზოოპარკის თანამშრომელია. დაღუპულთა შორის არის გულიკო ჭიტაძე და მისი მეუღლეც.
ნახეთ| მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო ჭიტაძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა
რაც შეეხება მეოთხე ცხედარს, გურიელიძის განცხადებით, ეს არის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, რომელიც არ იყო ზოოპარკის თანამშრომელი და სავარაუდოდ, მისი ცხედარი მოვარდნილმა წყალმა გამორიყა ზოოპარკის ტერიტორიაზე.
იხილეთ სრულად




















