22 ივლისი, 2013
ნანკა კალატოზიშვილმა შვილი გამოაჩინა
პატარა დანიელი 6 ივნისს დაიბადა, მაგრამ ირაკლი და ნანკა სხვა წყვილების მსგავსად საკუთარი შვილის ფოტოების გასაჯაროებას არ ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მსახიობს სულმა მაინც სძლია და მამა-შვილის სახასიათო ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ჩემი ცხოვრების სტიმულატორები, მიყვარხართ“ - წერს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და შვილის და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. ნანკა კალატოშვილი და ირაკლი კეიდია რამდენიმე წელია რაც ერთად არიან. მიუხედავად იმისა რომ წყვილი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიღებას არ ჩქარობს, მათ ცოტა ხნის წინ საერთო შვილი
დანიელი შეეძინათ.


„ბიჭია, ბიჭიიი... პატარას დანიელი დავარქვით. ეს სახელი მე და ნანკამ ერთად შევარჩიეთ. მართალი გითხრათ ჯერ კიდევ შოკში ვარ. ამიტომ ვერ გეტყვით თუ რა შეგრძნება მაქვს. მშობიარობას ბოლომდე დავესწარი და ძალიან იმოქმედა. ვინერვიულე... პატარა სიმაღლეში რამდენია არ ვიცი, ვერ გეტყვით. წონით კი 3 და 700 დაიბადა“, - წერდა მაშინ ბედნიერი მამა სოციალურ ქსელში.
Rating
პატარა დანიელი 6 ივნისს დაიბადა, მაგრამ ირაკლი და ნანკა სხვა წყვილების მსგავსად საკუთარი შვილის ფოტოების გასაჯაროებას არ ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მსახიობს სულმა მაინც სძლია და მამა-შვილის სახასიათო ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
თეო
როგორ გავს მამას გმერტმა ჯამრთელი და სასახელო გაგიზარდოთ
18:01 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
გიომ რა გინდა ტქვა ანუ ეგ თაღლითი ავალიშვილი, რომელსაც ნახევარი ევროპა და საქართველო ჰყავს გადაგდებული ნანკაა? ტუ ვერ გავიგე სენი პოსტის აზრი
15:02 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ან
ვახ რა ტიპია, საკალელი, გაგეზარდოტ
15:00 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაგარი კაცია, ღმერთმა გაგიზარდოთ
14:48 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
..............................
ვახ რა მაგარი კაცია ))))))))))
12:54 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
რა ძალიან გავს მამას
11:25 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკ
როგორ ჰგავს მამას,გილოცავტ,გმერტმა ჯანმრტელი და სასახელო გაგეზარდოტ.
10:52 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალიკა
ზალიან საყვარელია გმერტმა გაგიზადოტ
10:39 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
არსებობს ეგეთი ქალი თაღლითი ავალიშვილი, რომელსაც ნახევარი ევროპა და საქართველო ჰყავს გადაგდებული,ჰოდა როგორც წვეთი წყალი ისე გავს ეს ნანკა ,თან არამარტო გარეგნობით,არამედ ხმითაც კი :)))))))))))))
10:33 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვახო
ამ ბავშვზე ნაღდად ვერავინ იტყვის რომ მეზობლის კაცს გავსო (ეს ხუმრობით). ღმერთმა გაგიზარდოთ. ეს ერთი და სხვა მრავალი.
10:29 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS