09 ივნისი, 2015
ლინდა ადამია გაბრაზებულია - ''ფარისევლობას შეეშვით'' !
ძალიან მოკლე ჭკუა აქვს ამ ყველაფერს ''x ფაქტორის'' მომდევნო ტურში აუტსაიდერთა შორის ლინდა ადამია და ჯგუფი ''ვანილა კეიჯი'' მოხვდა. პროექტი მენტორების გადაწყვეტილებით ''ვანილა კეიჯმა'' დატოვა.

კმაყოფილი კი არც ლინდა ადამიაა, რომელმაც პროექტის დამთავრების შემდეგ ''ამბები.ჯი''-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მხარდამჭერების პასიურობით უკმაყოფილოა. 

ლინდას  ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურობა მოჰყვა.
მოგვიანებით მომღერალმა ''ფეისბუქზე'' სტატუსი დაწერა.

''გუშინ, როდესაც ამ ინტერვიუს ვაძლევდი ჟურნალისტს ჩემზე კარგად არავინ იცოდა ამას რა მოჰყვებოდა. ვარსკვლავური სენი კი არ შემეყარა. ცოტა კარგად წაიკითხეთ ინტერვიუ და მიხვდებით,
რას ვწერ. მე ხალხისგან ვინც არ მიცნობს იმათგან არაფერს ვითხოვ!

მოვეწონები დამირეკონ, არ მოვეწონები და ... . მე ვიგულისხმე ჩემს სიტყვებში რომ ის, რასაც ყოველდღიურად მეუბნებიან, მე შენ გირეკავ, ჰაი, ჰუი, ეგ არის ტყუილი-თქო და ამ ფარისევლობას შეეშვით- მეთქი.

ძალიან მოკლე ჭკუა აქვს ამ ყველაფერს. ვინც ვერ მიხვდება და ძალიან ძალიან დიდი მადლობა იმათ, ვინც დამირეკა. მადლობა ჟიურის, რომელმაც დაინახა ჩემში სამომავლოდ პროექტში დარჩნენის პოტენციალი და დამტოვეს პროექტში'', წერს ლინდა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
aka
შენი ინტერვიუს მერე ნახავ რამდენი დაგირეკავს, ჯობდა თავი შეგეკავებინა
10:06 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS