22 ივლისი, 2013
30 ივლისს თელავში ლელა წურწუმია კონცერტს გამართავს
კონცერტის პროდიუსერი ბექა ხალათაშვილია, რომელიც ძალიან შეეცადა ლელას კახეთში გამართული კონცერტი სხვებისგან გამორჩეული იყოს. მომღერალი 15 ძველ და ახალ სიმღერას შეასრულებს. 
ლელა წურწუმია საქართველოს მასშტაბით ტურნეს ატარებს. მომღერალმა 18 ივლისს ქუთაისში გამართა კონცერტი. 30 ივლისს კი ლელა თელავს ეწევა და ევროპარკში გამართავს კონცერტს.

კონცერტის პროდიუსერი ბექა ხალათაშვილია, რომელიც ძალიან შეეცადა ლელას კახეთში გამართული კონცერტი სხვებისგან გამორჩეული იყოს. მომღერალი 15 ძველ და ახალ სიმღერას შეასრულებს.

ჩატარდება კარაოკეც, რომლის შემდეგაც ორ გამარჯვებულ მაყურებელს თავის ახალ ალბომს გადასცემს
საჩუქრად. შეჯიბრება გაიმართება ყვინთვაში და გამარჯვებული არც ამჯერად დარჩება პრიზის გარეშე.

ლელასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქეთი გომართელი, ანი სირაძე, ირინა ბაირამაშვილი, გოგა მესხი და თაკო მელიქიშვილი. კონცერტს თამუნა გომართელი გაუძღვება. თელავის შემდეგ ლელა წურწუმია ბათუმსა და ზუგდიდს ეწვევა და კონცერტებს გამართავს.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტარიელ
გაიხაროს ლელამ და მამულიჩამ
11:57 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS