შესარიგებლად მისული ცოტნე ანმკამ უარით გაისტუმრა და დაპირდა, რომ მის კონკურენტთან წავიდოდა სამუშაოს. ამ მომენტის ამსახველი ფოტო თინამ საკუთარ გვერდზე ატვირთა და მოწონებასთან ერთად კრიტიკაც დაიმსახურა. ბევრს თვალში მოხვდა მსახიობის მოშიშვლებული მკერდი და წერდნენ, რომ თინას კარგი მკერდი სულაც არ ჰქონდა.
„ჩემს მეგობარ ბიჭს უკეთესი მკერდი აქვს
ანკასთან ჯერჯერობით ყველაფერი ცუდადაა, საბედნიეროდ თინას პირად ცხოვრებაში სრული იდილია სუფევს. ჰყავს ახალი შეყვარებული დიმუ მენაბდე და ყოფილ შეყვარებულ გიორგი სამხარაძეს კი როგორც „რეიტინგთან“ ინტერვიუში ამბობდა, მეგობრებად დაშორდა.
ბევრმა იფიქრა, რომ მსახიობმა უბრალოდ სიტყვის მასალად თქვა ეს ყველაფერი, მაგრამ თინამ რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ ყოფილ და ახალ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
„ყოფილი შეყვარებული, ახალი შეყვარებული, ძველი მეგობრები, ძველის ძველი ვერანდა,“ - წერს თინა.

სალომე დადიანი




















