08 ივნისი, 2015
განო მელითაურის მძიმე ჩანაწერი ქმარს - „მძულს მატერია უშენოდ! 24 საათი გაქვს უკანასკნელი დღესასწაულის მოსაწყობად...“
მარტო სევდა დამრჩა გულზე დიდ ლოდებად დაკონებული "ზუსტად რვა წლის წინ ერთი ბიჭი გავიცანი... ათინათში გახვეული, ხმაურიანი, ქარიზმატული... მანამდე ყველას სათავისოდ უყვარდა განო... თურმე საჩემოდაც შეიძლებოდა... რვა თვის თავზე აივანზე მომაკითხა და ჰაერში გამოკიდებულებმა სამუდამოდ ვირწმუნეთ სასწაულის არსებობა. მერე ჩემი ოცნების გოგონა მისახსოვრა და ქორწინების დღეს ახალი სიცოცხლის მოლოდინში ერთად ვიცეკვეთ დაუვიწყარი ტანგო... დრო სულ გადიოდა, ჩვენ ვერ ვგრძნობდით, სულ პირველი დღე გვეგონა ერთმანეთის... ერთხელ ზურგზე ამოღებულ მწვანე კაბაში გამოწყობილს თავზე ხელი დამადო, პირდაპირ თვალებში
ჩამხედა და მითხრა:

- განიკოოო, ა-ნა-თეებ!
საგანგებოდ ჩემთვის გაშლილი 23 მაგიდიდან ერთი ამარჩევინა, ცარიელ ვერანდაზე წვიმა და საჩუქრები გასწრობანას თამაშობდნენ. მერე მხოლოდ ჩვენთვის დაუკრეს "ერთხელ ამერიკაში"... ერთმანეთის პირისპირ, ბევრი ალკოჰოლი და მომავლის დაუსრულებელი კონსტრუქციები...

მერე დღეები და ღამეები, დაუსრულებელი რამეები, წლები, დრო და მატერია, პასუხისმგებლობები, სისულელეები, ცისფერი ბურთის გასამართლებლად გამოგონილი ყოფა.

დღეს თანაცხოვრების მერვე წელი უნდა აღგვენიშნა! მარტო სევდა დამრჩა გულზე დიდ ლოდებად დაკონებული და დღეები ჩემ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ!

- ფითქინა, ფითქინა, ფილინა – განუმეორებელი ხმით და ამ დროს ტრიალს ვაგრძელებდი. ყოველდღე აღვნიშნავდით ერთად ყოფნას და ყოველთვის

თითო მიზეზს მაინც ვპოულობდით ბედნიერების... პირობითი, უსახო, ჩემი დაბადების 28-ე ჯერი... ასე როგორ ხდება?! იღვიძებ სრულიად ახალ მახინჯ რეალობაში და ხვდები – ცხოვრება დაუბრუნებლად შეიცვალა... ჰოპ! და ერთ წამში დასრულდა დაუვიწყარი, განუმეორებელი, ყველაზე უფრო სანუკვარი შიზოფრენია!

საკუთარ თავზე უფრო მეტად გავიზარდე... სამი წლისამ ერთი ბიჭის ხელის გულზე ტრიალი ვინატრე! მატყუარა! ხომ დამპირდი?!

მძულს მატერია უშენოდ! 24 საათი გაქვს უკანასკნელი დღესასწაულის მოსაწყობად, მიპოვე, რა!", - წერს განო სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ნინო
ვეხმაურები იმ კომენტარს გახადეს ილიაო.ნეტავი არ გრცხვენია ან არაფერუ არ გწამს ამქვეყნად?გმერთო გაძლება მიეცი განოს და ხვთის წყალობა
19:21 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯო
გახადეს რა მართლა მეორე ილია ჭავჭავაძე
17:42 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
განო, ძალიან საყვარელო და ძლიერო გოგო, უნდა შეძლო და უნდა გაუძლო, შენი შვილები შენი მომავალია, მათთვის უნდა იბრძოლო. გული ძალიან გვტკივა ყველას კოტეს გამო, ძალიან. ღმერთმა ნათელი არ მოაკლოს მის ლამაზ სულს. მიყვარხარ ძალიან.
21:38 / 08-06-2015
გამოხმაურება / 0 /
nana
gmertma gagadzlieros da gadagataninos chemo bano, mxolod schvilebis gulistvis schedzlebt. 7 wlis ukan dasrulda chemtvis yvelaferi magram, schvilefs deda undat.
20:15 / 08-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
განო საყვარელო, ისეთი ზღაპარი მქონდა ათი წელი არ მეგონა ვინმეს თუ ქონდა კიდევ, თურმე გგქონიათ, ჩემი ზღაპარი უკვე მეექვსე წელია დამთავრდა ავარიით და მისი გარდაცვალებით, იყო და არის დღემდე დაუჯერებლობა მისი არ არსებობის, დიდი ტკივილი და ჩამქრალი სიცოცხლე, ვძლებ, ვარსებობ და მადლობელი ვარ თუნდაც იმისთვის რომ მე ეს დიდი სიყვარული მქონდა და ვაგრძელებ ცხოვრებას უიმისოთ ფიზიკურად მაგრამ მასთან ერთად, ვიცი რა დღეშიც ხარ შენ დღეს და ძალიან გითანაგრძნობ.
16:49 / 08-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS