02 ივნისი, 2015
დატოვა თუ არა დუდუმ '' ჩემი ცოლის დაქალები ''
მეგობრებისა და ახლობლებისთვის არასდროს მიღალატია ალეკო ბეგალიშვილი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" დუდუს როლს თამაშობს, რომლის მიმართაც მაყურებელი დიდ ინტერესს იჩენს. ის უშიშროების თანამშრომელია და მისთვის შეუძლებელი არაფერია. როგორც კი მეგობარი საშველად მოუხმობს, შეუძლებელს აკეთებს, მაგრამ დუდუ ბოლო სერიებიდან რაღაც გაქრა. ცხადია, დავინტერესდით როგორც ამ პერსონაჟის ბედით, ასევე იმ მსახიობის მდგომარეობით, რომელიც ამ როლს ასრულებს და მუსიკის და დრამის თეატრის დასის წევრი ალეკო ბეგალიშვილი ჩვენს ბლიც-სერიაში "მოულოდნელი კითხვები" მოვიწვიეთ.

- სად დაიკარეთ, სერიალში აღარ ჩანს
თქვენი პერსონაჟი (დუდუ)...
- დუდუ კარგად არის და ისევ აპირებს, რომ გამოჩნდეს. ახლა რამდენიმე სერიაში ზედიზედ იქნება.

- საქმეებზე იყო წასული?
- ჰო, ეტყობა, სადღაც გაფრინდა...

- ისევ მაკას გვერდით არის?
- კი და მასთან ურთიერთობაში სხვა პერსონაჟებიც შემოდიან, თუმცა ძირითადად, მაინც მაკას მეგობარია.

- ერთგული ადამიანი ხართ?
- რა ვიცი, მეგობრებისა და ახლობლებისთვის არასდროს მიღალატია.

- დუდუ ყოვლისშემძლეა. ალეკოც რომ იყოს ყოვლისშემძლე, რას მოიმოქმედებდა?
- პოლიტიკოსებს ტვინებს შევუნჯღევდი და გულებს გავუთბობდი...

- მათთვის გულების გათბობა ასე ადვილია?
- კი, ცოტა საეჭვო კია... არც ერთი არ მეხატება გულზე და საერთოდ, პოლიტიკისგან და პოლიტიკოსებისგან შორს ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა რაღაც ძალიან გაპოლიტიკურდა. ამაზე ნერვები მეშლება. არადა, ხომ ვამბობ, აპოლიტიკური ვარ. არანაირი პოლიტიკა არ მაღელვებს. უფრო პაცეფიზმისკენ ვარ მიდრეკილი.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS