01 ივნისი, 2015
ბიძინა ივანიშვილმა მილიონნახევრად ნაყიდი „არსენალის მთა ღამით“ ხელოვნების მუზეუმს გადასცა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ორგანიზაცია "2030" წერს.

"საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა", - წერს ორგანიზაცია.


Rating



აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. ის ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.
ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს
ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.


ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით"" ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლუხო
ბიძინა, ბიძინაა!
10:56 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
rigiti qartveli
Rogorts rigiti qartveli did madlobas uxdi ivanishvilebis ojaxs,gaixaret!
01:10 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
I Am Georgian USA
უფრო ჭკვიანი ქართველი ეკადრება ქართველ ერს, მმართველად ვაჭრუკანები და სხვათა ინტერესების გამტარებელი მედროვეები ისედა ც ბლომად გვყავდა ხელისუფლებაში ასწლეულობებით,დავკარგეთ ბევრი მიწა წყალი, მათი ქვეყნის ფეხებზედაკიდულიბითი უტვინობით-ტაო,ტრაბზონის ზოლი,სოჭი იმერეთის ზეგანით და იმერეთის უბით,საინგილო,ჰერეთი,კახი,.....თამარაშენი?ბიჭვინთა?სადაა აღმაშენებლები,თუ მარტო მოღალატე, შევარდენის ძეებიღა შემოგვრჩენ საუფლოდ სამეფოდ
23:03 / 02-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS