28 მაისი, 2015
სოფო ტოროშელიძე ბიჭის დედა გახდა
სოფო სოციალურ ქსელში ფეხმძიმობის პერიოდის ფოტოებს არ აქვეყნებდა
რამდენიმე საათის წინ ''რუსთავი 2''-ის მუსიკალური პროდიუსერი სოფო ტოროშელიძე დედა გახდა. სოფოს და დიმიტრი კვინტრაძეს პირველი შვილი შეეძინათ.  

სოფო სოციალურ ქსელში ფეხმძიმობის პერიოდის ფოტოებს არ აქვეყნებდა და მომავალ დედობაზე საუბარს ინტერვიუებშიც არიდებდა თავს. ფიქრობდა, რომ ფეხმძიმობა და ზოგადად დედობა იმდენად პირადი თემაა, რომ  საჯაროდ არ უნდა ესაუბრა.

სოფო და დიტო სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებენ, წყვილს ბიჭის შეძენას ულოცავენ. მილოცვას ჩვენც ვუერთდებით და ახალშობილს და დედას
ჯანმრთელობას ვუსურვებთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატალია
ვულოცაც, ბედნიერი დედა ყოფილიყოს :*
18:35 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS