27 მაისი, 2015
საქართველოში შაბიამნის ახალი პარტია შემოიტანეს - 26 მაისის მოდა, ხალხი შოკიდან ვერ გამოდის...
შაბიამნისფერ სამოსში გამოწყობილი დავით ნარმანიას მეუღლის ფოტო სოციალურ ქსელში აიტაცეს გუშინ, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წევრების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათგან განსაკუთრებული ყურადღება თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლემ - თიკა თინიკაშვილმა მიიპყრო, ამის მიზეზი კი მისი ჩაცმულობა გახდა.

თიკას ყოველთვის გამორჩეულად აცვია, როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთ დიზაინერს ენდობა და თავისი ესკიზები სტუმრობს ხოლმე.

ამჯერად არჩევანი შაბიამნისფერზე გააკეთა, თუმცა მის ჩაცმულობას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ლამის
დამოუკიდებლობის დღე გადაფარა.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ ასევე შაბიამნისფერ სამოსში იყვნენ გამოწყობილები უმრავლესობის კიდევ ორი წევრი -  ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. პოლიტიკოს ქალბატონებს ქვეყნის მთავარი მოსამართლე ნინო გვენეტაძეც შეუერთდა...

''ფეისბუქის'' მომხმარებლები ხუმრობენ და ეჭვს გამოთქვამენ, რომ საქართველოში შაბიამნის ახალი პარტია შემოიტანეს.

ზოგიც ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოს ქალბატონებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აჩუქა ფირუზისფერი ქსოვილი. მათაც ბიზნესმენს ხათრი ვერ გაუტეხეს და ზოგმა პიჯაკი, ზოგმა კაბა და ზოგმაც შარვალი შეიკერეს.

ამ ვერსიებიდან შესაძლოა, მართალი არცერთი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის დღეს უმრავლესობის წარმომადგენელი ქალბატონების უმრავლესობა, ერთი ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილი.

ახალ პოლიტიკურ მოდას არ აღიარებს ღარიბაშვილის მეუღლე. ნუნუკა თამაზაშვილი შავ-თერ ფერებში გადაწყვეტილ პიჯაკში იყო გამოწყობილი. მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა კი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე არ გამოჩენილა.

Rating



სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
გელა
გაზაფხულდა,რა გინდათ მშვენიერი ფერებია
13:58 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ვახო
ნინო გვენეტაძ,როგორც პიროვნულად,ასევე ზლიერი სპეციალისტია და თან უკვე,უსამართლობა თავის-თავზედაც იწვნია,ეხლა თუ ის შეძლებს-რომ მოსამართლე პროცესზე იგრძნობს თავისუფლებას,რომ ის არარის ვინმეზე დამოკიდებული,არ შეეშინდება გამამართლებელი განაჩენის დაყენების,აი მაშინ ეს იქნება თქვენი შრომის ნაყოფი და ხალხის სიყვარული,რითაც თქვენ აქნამდის მოხვედით.
13:55 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
უცხო
ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა ქ-ნი ნინო გვენეტაძე,უხდება ეს ფერი,საერტოდ კარგი აღნაგობოს ქალბატონია,რაც მთავარია განათლებულია და ძლიერი იურისტი და ალბათ აიღებს ხელში ,სასამართლოების რეფორმას,ვნახოთ ქ-ნო ნინო მოსამართლეები რამდენ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანებენ და არ იქნებიან პროკურორების მონები,წარმატებები.
13:40 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მიყვარს ეს ფერი
11:21 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მად
ხმა გამოვიდა მალე ამფერის ასფალტს შევჭამთ აბა პური გადაშენების პირასააა მისულიიიი.ზოგ უბნებში შეინიშნება კიდეც ასფალტი ქრება ალბათ ვიღაც მაგაცას იპარავს შია ხალხს ბატონო.ნაციონალი არა ვარ არც არასდროს ვყოფილვარ.ადრე აპოლიტიკური ვიყავი ეხლა გავხდი მომსწრე ყველაზე უნიათო მთავრობისა და დავცინივარ რაც ძალი და ღონე მაქვს ვაქილიკებ.გაბოროტებული ვარ და გულნატკენი იმედგაცრუებული ვარ და კიდევ ჭირი და გადაშენება ამ ოხრებს აღარ დაამტავრეს სხვები ქილიკი და აჰააა ამალაპარაკეს ეს კაი გოგო ამ შუაღAმეს
00:20 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
chika
გიომების პარადი!
23:21 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
1
დღევანდელი ჟურნალისტიკა არის ჭორიკნობა,თან ბინძური,უინტელექტო,მდაბიო,ყვითელზე გადაყვითლებული,არაფერში აღარ წერია უკვე რაა..გეტყობათ კიდევაც შოუებზეც..ახლა რომ გამოეფინენ თან,წინამორბედებზე ხმის ამოღებას რომ ვერ ბედავდნენ,რულოვსი იცვამდა ბებიათქვენისამ ძაან გემოვნებით ან ბურჯანაძე,ჩიორა,ირმა და ეკა.ახლა სრული სიტყვის თავისუფლება ეღირსათ ჟურნალისტებს და წავიდა ბოღმის ნთხევა..მეტი საქმე მაინც არ გაქვთ,განათლებაზე,შემეცნებითზე წერა არ გამოგდით,რადგან არ გაქვთ,კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდებისო..ეგაა დღევანდელი ჟურნალისტები!
18:51 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ir ina
დავიწყე თუარა კითხვა,მაშინვე მივხვდი ვისი დაწერილიც იქნებოდა ეს "შედევრი",სალომე,შაბიამნისფერიც ისევეა ფერი,როგორც თეთრი,შავი,წითელი და სხვა.შეეშვი ამგვარი სისულელეების წერას,ჟურნალისტობა შენი საქმე არ არის.
18:26 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS