ზოგიც პარალელს ავლებდა ქეით მიდლტონის და ნინის მშობიარობას შორის. ამბობდნენ, ქეითს ბედმა პრინცი არგუნა, ნინის კი წარბიო. საქართველოში ბავშვის
მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა.
„ფეისბუქზე“ ქართველი გოგონას მილოცვა, გილოცავ, მამა გახდიო, პასუხის გარეშე დატოვა. თუმცა როგორც იმედა კახიანმა თქვა, ბავშვის მამამ ქართულად კითხვა არ იცის და სავარაუდოდ ამ მილოცვასაც ვერც გაიგებდა.
თბილისში კი ვინც ბავშვი ნახა, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ელენეს მსგავსი საყვარელი და ლამაზი გოგო არ უნახავთ. ელენეს მომავალმა ნათლიებმა ქეთა თოფურიამ და ქრისტინე იმედაძემ `ფეისბუქზე~ დაწერეს, რომ ელენე ძალიან უყვართ.
რა თქმა უნდა, შევეცადეთ მეტი გაგვეგო ელენეზე, მაგრამ ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს აღარ აკეთებენ. ბებია, ლალი ბადურაშვილისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ნინი ორ დღეში დატოვებს სამშობიაროს და რთულია იმის თქმა, ვის ჰგავს ბავშვი, რადგან ჯერ ძალიან პატარაა და მარტო თვალებს აფახულებს.
ნინიმ კი მეუღლის გარდა, უკვე ლამის მთელი საქართველოსგან მიიღო მილოცვები. ზოგიერთმა ჟურნალისტმა პატარა ელენე რატომღაც ელენე კახიანად მონათლა. რასაც ნინის მეგობრებისგან კომენტარი მოჰყვა, რომ ბავშვი კახიანი ვერაფრით იქნება.
ელენე სავარაუდოდ ბადურაშვილი ან კუტალაძე იქნება. მართალია, ირაკლი კუტალაძის „ფეისბუქის“ გვერდს რუს ლამაზმანებთან გადაღებული ფოტოები ამშვენებს, არავინ იცის რა მოხდება მომავლში.
როგორც ჩანს, სკანდალი ელენეს დაბადებით არ დამთავრდება. ნინი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე პასუხს თავად გასცემს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ მისი ოჯახის წევრები.
როგორც ჩანს, ოჯახი მართლაც ძალიან დაიღალა ჟურნალისტებთან ურთიერთობით. რამდენიმე დღეში ნინის დამ, ანასტასია თოფურიძემ უნდა იმშობიაროს და ოჯახში ორ პატარაზე ზრუნვა და რამდენიმე სკანდალის გაძლება, იოლი არ უნდა იყოს.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















