20 ივლისი, 2013
ვის ჰგავს ნინი ბადურაშვილის ბავშვი და როდის დატოვებს მომღერალი სამშობიაროს
მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა. 19 ივლისს რომ ნინი ბადურაშვილი დედა გახდა, ეს უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. სოციალური ქსელი ამ ამბით გადაჭრელდა. ბევრი დაიღალა კიდეც ბადურაშვილი-კუტალაძის ამბის მოსმენით და ხალისობდნენ, საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირ ჩართვას ველოდებითო.

ზოგიც პარალელს ავლებდა ქეით მიდლტონის და ნინის მშობიარობას შორის. ამბობდნენ, ქეითს ბედმა პრინცი არგუნა, ნინის კი წარბიო. საქართველოში ბავშვის
დაბადებას მსგავსი ინტერესი მგონი, არც არასდროს გამოუწვევია. ეს ორომტრიალი კი იმან გამოიწვია, რომ ქართველი ლამაზმანი რუსეთში მცხოვრებმა მეუღლემ ძალიან გაანაწყენა.

მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა.

„ფეისბუქზე“ ქართველი გოგონას მილოცვა, გილოცავ, მამა გახდიო, პასუხის გარეშე დატოვა. თუმცა როგორც იმედა კახიანმა თქვა, ბავშვის მამამ ქართულად კითხვა არ იცის და სავარაუდოდ ამ მილოცვასაც ვერც გაიგებდა.

თბილისში კი ვინც ბავშვი ნახა, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ელენეს მსგავსი საყვარელი და ლამაზი გოგო არ უნახავთ. ელენეს მომავალმა ნათლიებმა ქეთა თოფურიამ და ქრისტინე იმედაძემ `ფეისბუქზე~ დაწერეს, რომ ელენე ძალიან უყვართ.

რა თქმა უნდა, შევეცადეთ მეტი გაგვეგო ელენეზე, მაგრამ ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს აღარ აკეთებენ. ბებია, ლალი ბადურაშვილისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ნინი ორ დღეში დატოვებს სამშობიაროს და რთულია იმის თქმა, ვის ჰგავს ბავშვი, რადგან ჯერ ძალიან პატარაა და მარტო თვალებს აფახულებს.

ნინიმ კი მეუღლის გარდა, უკვე ლამის მთელი საქართველოსგან მიიღო მილოცვები. ზოგიერთმა ჟურნალისტმა პატარა ელენე რატომღაც ელენე კახიანად მონათლა. რასაც ნინის მეგობრებისგან კომენტარი მოჰყვა, რომ ბავშვი კახიანი ვერაფრით იქნება.

ელენე სავარაუდოდ ბადურაშვილი ან კუტალაძე იქნება. მართალია, ირაკლი კუტალაძის „ფეისბუქის“ გვერდს რუს ლამაზმანებთან გადაღებული ფოტოები ამშვენებს, არავინ იცის რა მოხდება მომავლში.

როგორც ჩანს, სკანდალი ელენეს დაბადებით არ დამთავრდება. ნინი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე პასუხს თავად გასცემს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

როგორც ჩანს, ოჯახი მართლაც ძალიან დაიღალა ჟურნალისტებთან ურთიერთობით. რამდენიმე დღეში ნინის დამ, ანასტასია თოფურიძემ უნდა იმშობიაროს და ოჯახში ორ პატარაზე ზრუნვა და რამდენიმე სკანდალის გაძლება, იოლი არ უნდა იყოს.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
davigaleeet
ჟურნალისტო სალომეე რა აგარ გაჩერებს? რას გადაეკიდე ნინის და მის ოჯახს?"მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ"-დარწმუნებული ვაარ შენ გარდა აცერთი ჟურნალისტი არ იქნებოდაა,იმიტომ რომ მხოლოდ შენ წერ ესეთ სტატიებს.ვის უნდა ემგვანოს ორი დღის ბავშვიი ეგ როგორ ვერ გაიგეე?დედა არადა როგორ მაინტერესებდააა:D "ელენე სავარაუდოდ ბადურაშვილი ან კუტალაძე იქნება."ეს განსაკუტრებით მომეწონა:D ბავშვი ან დედის ან მამის გვარზე იქნება,აბა ჩემ გვარს ხოარ მისცემენ.ნინის ტრაკში დევნას რომელიმე ნაციონალს სდიე იქნებ საინტერესოო რამეს გაადაეყაროო და შექება დაიმსახუროო
10:10 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიაქ
ტიტქმის კველა ზურნალისტი მეორედაა გატხოვილი და კველა ზურნალისტს კმარტან ერტად საკვარელი კაავს ეს მტელმა საკარტველომ კარგად იცის რა ნინისი გაგიკვირდატ ნინი იმისტანა ლამაზია კოველ წელს სჰეუდლია გატხოვდეს კველა ზურნალისტი კი მახინჯია ტკვენ ტრაკებს მიხედეტ და საკარტველო რომ ინგრევა იმიტ დაინტერესდიტ ნინის ტავი დაანებეტ
08:02 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
,,,
გული მერევა უკვე იმ ჟურნალისტებზე ასეთ სტატიებს რომ წერენ და განსაკუთრებით "შინაარსიანად" რომ ასათაურებენ.
01:44 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
რა გახდა ,ხალხო, ნინის ან გათხოვება ,ან მშობიარობა? რა პრობლემად აქციეს ამ გოგოს ოჯახის დანგრევა? თითქოს პირველი შემთხვევა იყოს.ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაუზარდოს პატარა ელენე ნინის .დანარჩენი თავის საქმისა თვითონ იცის.............
00:35 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
"ამბობდნენ, ქეითს ბედმა პრინცი არგუნა, ნინის კი წარბიო" - ამ სტატიის ავტორს ამბიცია პროფესიონალიზმზე აქვს?
00:03 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ცქვიტი
წარმატებები ახალბედა დედას, პატარას უფლის წყალობა და მადლიიი...
21:56 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS