20 ივლისი, 2013
ვის ჰგავს ნინი ბადურაშვილის ბავშვი და როდის დატოვებს მომღერალი სამშობიაროს
მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა. 19 ივლისს რომ ნინი ბადურაშვილი დედა გახდა, ეს უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. სოციალური ქსელი ამ ამბით გადაჭრელდა. ბევრი დაიღალა კიდეც ბადურაშვილი-კუტალაძის ამბის მოსმენით და ხალისობდნენ, საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირ ჩართვას ველოდებითო.

ზოგიც პარალელს ავლებდა ქეით მიდლტონის და ნინის მშობიარობას შორის. ამბობდნენ, ქეითს ბედმა პრინცი არგუნა, ნინის კი წარბიო. საქართველოში ბავშვის
დაბადებას მსგავსი ინტერესი მგონი, არც არასდროს გამოუწვევია. ეს ორომტრიალი კი იმან გამოიწვია, რომ ქართველი ლამაზმანი რუსეთში მცხოვრებმა მეუღლემ ძალიან გაანაწყენა.

მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა.

„ფეისბუქზე“ ქართველი გოგონას მილოცვა, გილოცავ, მამა გახდიო, პასუხის გარეშე დატოვა. თუმცა როგორც იმედა კახიანმა თქვა, ბავშვის მამამ ქართულად კითხვა არ იცის და სავარაუდოდ ამ მილოცვასაც ვერც გაიგებდა.

თბილისში კი ვინც ბავშვი ნახა, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ელენეს მსგავსი საყვარელი და ლამაზი გოგო არ უნახავთ. ელენეს მომავალმა ნათლიებმა ქეთა თოფურიამ და ქრისტინე იმედაძემ `ფეისბუქზე~ დაწერეს, რომ ელენე ძალიან უყვართ.

რა თქმა უნდა, შევეცადეთ მეტი გაგვეგო ელენეზე, მაგრამ ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს აღარ აკეთებენ. ბებია, ლალი ბადურაშვილისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ნინი ორ დღეში დატოვებს სამშობიაროს და რთულია იმის თქმა, ვის ჰგავს ბავშვი, რადგან ჯერ ძალიან პატარაა და მარტო თვალებს აფახულებს.

ნინიმ კი მეუღლის გარდა, უკვე ლამის მთელი საქართველოსგან მიიღო მილოცვები. ზოგიერთმა ჟურნალისტმა პატარა ელენე რატომღაც ელენე კახიანად მონათლა. რასაც ნინის მეგობრებისგან კომენტარი მოჰყვა, რომ ბავშვი კახიანი ვერაფრით იქნება.

ელენე სავარაუდოდ ბადურაშვილი ან კუტალაძე იქნება. მართალია, ირაკლი კუტალაძის „ფეისბუქის“ გვერდს რუს ლამაზმანებთან გადაღებული ფოტოები ამშვენებს, არავინ იცის რა მოხდება მომავლში.

როგორც ჩანს, სკანდალი ელენეს დაბადებით არ დამთავრდება. ნინი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე პასუხს თავად გასცემს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

როგორც ჩანს, ოჯახი მართლაც ძალიან დაიღალა ჟურნალისტებთან ურთიერთობით. რამდენიმე დღეში ნინის დამ, ანასტასია თოფურიძემ უნდა იმშობიაროს და ოჯახში ორ პატარაზე ზრუნვა და რამდენიმე სკანდალის გაძლება, იოლი არ უნდა იყოს.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ნუცი
მერე იტყვიან ქართველები ყველაზე კარგებივართო.რა ამბავი ბოღმაა ფუი თქვენ პატრონს.აცალეთ ადამიანს დედობა
16:37 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
არადა სიმპატიურიაა ნინის ქმარიი,......ნუ ლანძღავთ რაა.იქნებ შერიგდნენ,უაზრო ჩორტებს ნუ აგდებთ.......ბევრზე გამიგია რომ ყოველივე აურზაურის შემდეგ შერიგებულან....არ შეიძლება სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური
16:28 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯურნალისტების ნატრაკი არ გაიშვა
სათაურებზე ვხაკისობ
16:11 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიაქ ს
საქართველო არ ინგრევა.ნინის კი ვულოცავ დედობას წარმატებას ვუსურვებ პირად ცხოვრებაში
15:17 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეი ლაიკ
ჯურნალისტი რა შუაშია მე ჩვეულებრივი კალი ვარ და პირველი კმარი რომ მკავადა ნაგავი და არაკაცი გავცილდი,შვილიც მკავდა მასტან მაგრამ არ გავბოზებულვარ და შევხვდი კაცს რომელიც შემიყვარდა შევუყვარდი და დავოჯახდით,მასთანაც მყვს შვილი და ჩDემ შვილასც საკუთარივით პატრონობს ერთო ბედნერი ოჯახი ვართ და საერთოდ რაგადროს მაგაზე ლაპარაკია ვისაც რამდენჯერ უნდა იმდენჯერ გატხოვდება არა ნაგავს და არაკაცებს აღარ აჭმევინებს არავინ თავს და ძალიან კარგიც,ისწავლეს ქართველმა ქალებმა ჭკუა
14:14 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტყუილებიიიი
პატარას შეძენას ვულოცავთ,მაგრამ ის იგავარაკები რაც ნინიმ დააფრქვია საუკეთესო ქმრის დახატვაში ნანუკასთან,ფარულავასთან თუ პროფილში ყველაფერი ტყუილი და მოგონილი ილუზიები იყო????????ახალხი ბოროტიაო წორს მიგონებენ რომ გავსორდიო....ასეო ისეო ირაკლი მსოფლიოში ყველაძე გამგებიო,აქ დავყავდი და იქაო.....ტყუილებიიიიი....ტყუილებიიიიიიი
13:54 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვულოცავ
ნინის ვულოცავ პატარას შეძენას, საამაყო გოგო ყოფილიყოს. რა ცოდოა, იმედო სულ ქალების გარემოცვაშია, არა, მემგონი უფრო გაუმართლა, რაყურადღების ცენტრში იქნება. ხალხო, თქვენ კიდევ, კარგით რა, გეყოთ
13:49 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტერეზა
საკუთარი შეცდომები როგორ უნდა დამალონ თუკი სხვაზე არისაუბრებენ.წარსულში უამრავ შეცდომებს უშვებდნენ წინაპრები მაგრამ ეს არნიშნავს რომ სხვის უბედურებით გაიხარო.ჟურნალისტებო ნაკლები სიცრუე წერეტ და პირველ ყოვლისა საკუტარ წარსულზე გამოაქვეყნეთ სტატიები თუ მასეთი ძლიერი ჟურნალისტები ხართ.
12:38 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ჟურნალისტებზე მომეწონა, მართალია, ყველამეორედ გათხოვილი და მახინჯია.
11:33 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რაც დათესეთ,იმას იმკით...
ამბობენ,რომ კახიანების ოჯახს,ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი...ბევრი ადამიანი უსამართლოდ გამწარებული...ხოდა იმკიან ეხლა ბოროტების ნაყოფს...ეს ყოველი კომენტარიდან ჩანს.ხალხის კომენტარებიდან.ხალხს სძულს ეს ოჯახი.ეს არის და ეს...დრონი მეფობენ არა მეფენი.დამთავრდა მაგათი პარადი საქართველოში....
11:10 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS