20 ივლისი, 2013
ვის ჰგავს ნინი ბადურაშვილის ბავშვი და როდის დატოვებს მომღერალი სამშობიაროს
მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა. 19 ივლისს რომ ნინი ბადურაშვილი დედა გახდა, ეს უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. სოციალური ქსელი ამ ამბით გადაჭრელდა. ბევრი დაიღალა კიდეც ბადურაშვილი-კუტალაძის ამბის მოსმენით და ხალისობდნენ, საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირ ჩართვას ველოდებითო.

ზოგიც პარალელს ავლებდა ქეით მიდლტონის და ნინის მშობიარობას შორის. ამბობდნენ, ქეითს ბედმა პრინცი არგუნა, ნინის კი წარბიო. საქართველოში ბავშვის
დაბადებას მსგავსი ინტერესი მგონი, არც არასდროს გამოუწვევია. ეს ორომტრიალი კი იმან გამოიწვია, რომ ქართველი ლამაზმანი რუსეთში მცხოვრებმა მეუღლემ ძალიან გაანაწყენა.

მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა.

„ფეისბუქზე“ ქართველი გოგონას მილოცვა, გილოცავ, მამა გახდიო, პასუხის გარეშე დატოვა. თუმცა როგორც იმედა კახიანმა თქვა, ბავშვის მამამ ქართულად კითხვა არ იცის და სავარაუდოდ ამ მილოცვასაც ვერც გაიგებდა.

თბილისში კი ვინც ბავშვი ნახა, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ელენეს მსგავსი საყვარელი და ლამაზი გოგო არ უნახავთ. ელენეს მომავალმა ნათლიებმა ქეთა თოფურიამ და ქრისტინე იმედაძემ `ფეისბუქზე~ დაწერეს, რომ ელენე ძალიან უყვართ.

რა თქმა უნდა, შევეცადეთ მეტი გაგვეგო ელენეზე, მაგრამ ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს აღარ აკეთებენ. ბებია, ლალი ბადურაშვილისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ნინი ორ დღეში დატოვებს სამშობიაროს და რთულია იმის თქმა, ვის ჰგავს ბავშვი, რადგან ჯერ ძალიან პატარაა და მარტო თვალებს აფახულებს.

ნინიმ კი მეუღლის გარდა, უკვე ლამის მთელი საქართველოსგან მიიღო მილოცვები. ზოგიერთმა ჟურნალისტმა პატარა ელენე რატომღაც ელენე კახიანად მონათლა. რასაც ნინის მეგობრებისგან კომენტარი მოჰყვა, რომ ბავშვი კახიანი ვერაფრით იქნება.

ელენე სავარაუდოდ ბადურაშვილი ან კუტალაძე იქნება. მართალია, ირაკლი კუტალაძის „ფეისბუქის“ გვერდს რუს ლამაზმანებთან გადაღებული ფოტოები ამშვენებს, არავინ იცის რა მოხდება მომავლში.

როგორც ჩანს, სკანდალი ელენეს დაბადებით არ დამთავრდება. ნინი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე პასუხს თავად გასცემს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

როგორც ჩანს, ოჯახი მართლაც ძალიან დაიღალა ჟურნალისტებთან ურთიერთობით. რამდენიმე დღეში ნინის დამ, ანასტასია თოფურიძემ უნდა იმშობიაროს და ოჯახში ორ პატარაზე ზრუნვა და რამდენიმე სკანდალის გაძლება, იოლი არ უნდა იყოს.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ნინა
ნინის ნათესავ ახლობლებო-ს უკაცრავად მაგრამ,მათემატიკაში როგორ გაქვთ საქმეე? გამოტვალე აბაა,ოქტომბერში გათხოვდა და მაშინ თუ ორსულად იყო,ესეიგი 10 ან 11 ტვიანი გააჩინა? :))) რა სასაცილოები ხართ :))
16:37 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ნინი გილოცავ ღმერთმა Xანმრთელი გაგიზარდოს
16:34 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინის ნათესავ ახლობლებო
ნუ გეწვით კუჭი ასეთ სტატიებზე რა მერე რომ წერთ აქ სხვების სახელით.ელენე არ არის ირაკლის შვილი,ქორწილამდე ნინი ფეხმძიმედ იყო
15:26 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
13
სალომე დადიანი?აღარ ვკითხულობ :) :) :)
15:15 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმ
სალომეს ვინც ჟურნალისტობა დააბრალა ის საცემია მაგრათ, ქალო ცერა ისწავლე და მერე გააკეთე "უაზრო" ნიუსი. ბადურაშვილი ან კუტალაზე მომეწონა, მესამე ვერსიაც არის გვარის თუ არ იცოდი "ჟურნალისტო" :D რამეს მოუხერხებენ კახიანები მაგ გვარის ამბავს, ბევრად უფრო რთული პრობლემებიც გადაუწტვეტიათ. ნუ დაგვგალეთ...
04:53 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ამ რაღაც არსება სალომემ,ესეთი რამეები თუ არ დაწეა გაუშვებენ სამსახურიდან აბა სხვა ტვინი მაგას არ ექნება რამე აზრიანი დაწეროს, ასე რომ რაზე იშლით ნერვებს, ეგ ამ უბედურის მახინჯი სამსახურია, არც ნინი ბადურაშვილს ვიცავ და არც არავის, ბოღმა და შურიანო "ჟურნალისტო" სალომე
02:07 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
აფსუს ,რა გვარს აფუჭებ დადიანის ქალო,შენც ვიტომ ჟურნალისტი ხარ?ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა,იმის მაგივრად რომ კეთილი სურვილები უსურვო კიდევ ამდენ შხამს აფრქვევ.რას გიხდიან ამდენს,გმერთის მაინც არ გეშინია?დაოკდით რაააა.
20:30 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
დედობა უდიდესი ბედნიერებაა,ვულოცავ ნინის ამ ბედნიერებას.
20:14 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
....
გპირდებით რომ სალომე დადიანზე აუცილებლად გამოვაქვეყნებ ინტერვიუს.
18:57 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ საქართველოს მშვენებავ
18:40 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS