20 ივლისი, 2013
ვის ჰგავს ნინი ბადურაშვილის ბავშვი და როდის დატოვებს მომღერალი სამშობიაროს
მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა. 19 ივლისს რომ ნინი ბადურაშვილი დედა გახდა, ეს უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. სოციალური ქსელი ამ ამბით გადაჭრელდა. ბევრი დაიღალა კიდეც ბადურაშვილი-კუტალაძის ამბის მოსმენით და ხალისობდნენ, საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირ ჩართვას ველოდებითო.

ზოგიც პარალელს ავლებდა ქეით მიდლტონის და ნინის მშობიარობას შორის. ამბობდნენ, ქეითს ბედმა პრინცი არგუნა, ნინის კი წარბიო. საქართველოში ბავშვის
დაბადებას მსგავსი ინტერესი მგონი, არც არასდროს გამოუწვევია. ეს ორომტრიალი კი იმან გამოიწვია, რომ ქართველი ლამაზმანი რუსეთში მცხოვრებმა მეუღლემ ძალიან გაანაწყენა.

მაშინ როცა თბილისში სამშობიარო სახლთან ნინის ბავშვის დაბადებას ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტებიც მოუთმენლად ელოდნენ, მოსკოვში მყოფი ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე ბავშვის დაბადებისადმი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა.

„ფეისბუქზე“ ქართველი გოგონას მილოცვა, გილოცავ, მამა გახდიო, პასუხის გარეშე დატოვა. თუმცა როგორც იმედა კახიანმა თქვა, ბავშვის მამამ ქართულად კითხვა არ იცის და სავარაუდოდ ამ მილოცვასაც ვერც გაიგებდა.

თბილისში კი ვინც ბავშვი ნახა, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ელენეს მსგავსი საყვარელი და ლამაზი გოგო არ უნახავთ. ელენეს მომავალმა ნათლიებმა ქეთა თოფურიამ და ქრისტინე იმედაძემ `ფეისბუქზე~ დაწერეს, რომ ელენე ძალიან უყვართ.

რა თქმა უნდა, შევეცადეთ მეტი გაგვეგო ელენეზე, მაგრამ ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს აღარ აკეთებენ. ბებია, ლალი ბადურაშვილისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ნინი ორ დღეში დატოვებს სამშობიაროს და რთულია იმის თქმა, ვის ჰგავს ბავშვი, რადგან ჯერ ძალიან პატარაა და მარტო თვალებს აფახულებს.

ნინიმ კი მეუღლის გარდა, უკვე ლამის მთელი საქართველოსგან მიიღო მილოცვები. ზოგიერთმა ჟურნალისტმა პატარა ელენე რატომღაც ელენე კახიანად მონათლა. რასაც ნინის მეგობრებისგან კომენტარი მოჰყვა, რომ ბავშვი კახიანი ვერაფრით იქნება.

ელენე სავარაუდოდ ბადურაშვილი ან კუტალაძე იქნება. მართალია, ირაკლი კუტალაძის „ფეისბუქის“ გვერდს რუს ლამაზმანებთან გადაღებული ფოტოები ამშვენებს, არავინ იცის რა მოხდება მომავლში.

როგორც ჩანს, სკანდალი ელენეს დაბადებით არ დამთავრდება. ნინი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე პასუხს თავად გასცემს. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ მისი ოჯახის წევრები.

როგორც ჩანს, ოჯახი მართლაც ძალიან დაიღალა ჟურნალისტებთან ურთიერთობით. რამდენიმე დღეში ნინის დამ, ანასტასია თოფურიძემ უნდა იმშობიაროს და ოჯახში ორ პატარაზე ზრუნვა და რამდენიმე სკანდალის გაძლება, იოლი არ უნდა იყოს.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ნიტა
დაასვენეთ ხალხი . იმ ირაკლისაც თავი დაანებეთ. რას გადაეკიდეთ მის გვარს? რა ,კახიანებმა არ იცოდნენ რომ კუტალაძე იყო და არა ბაგრატიონ-მუხრანსკი?
14:54 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გილოცავ ნინი! სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას... გმერთმა გაგიზარდოს ჯამრთელი და უვნებელი.
13:51 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარის
დავაი რა ქალო, მახინჯები შენკენ მოიკითხზე, ლამაზიც ვარ და ჭკვიანიც, 5 ენა ვიცი:)))))მახინჯი თავი გაბია
12:22 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სილოვანი
რას არ გაიგებ ამ ქართველებისაგან. ასეთი უაზრო ხალხი (მადლობა ღმერთს, ყველას რომ არ ეხება)მთელ დუნიაზე არ მოიძებნება. რა უაზრო და ყოვლად მიუღებელი კომენტარებია. ქართველი ერი, როგორც ერთმა რუსმა მეცნიერმა და შემდგომში პოლიტიკოსმა პრიმაკოვმა თქვა,ისე როგორც არაბები, მართლაც დაბერებულია. ეს კი სამწუხარო რეალობაა.
10:55 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჭიაბერი
ლევანი, 100%-იანი ხარ. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ძალიან (არც კი ვიცი რა სიტყვა ვიხმარო)ბნელი და ჩამორჩენილი აზროვნებისაა. ამ ჟურნალისტებმაც ძალიან გადააჭარბეს ნინისთან მიმართებაში. უკვე აღარც კი მახსოვს მერამდენე სტატია დაიდო ნინის შესახებ.
10:39 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
გაუზარდოს ღმერთმა, რას იბოღმებით. ვისაც მოგბეზრდათ გაძალებთ ვინმე? ნუ გახსნით ლინკებს! ჟურნალისტი კი არ ვიცი... სალომე, პატარა ბავშვის გარეგნობაზე მსჯელობა რომ სისულელეა, ვინ არ იცის, ამოტომ ეს ფრაზა ძალიან სულელურად ჟღერს: "რთულია იმის თქმა, ვის ჰგავს ბავშვი, რადგან ჯერ ძალიან პატარაა და მარტო თვალებს აფახულებს. " :facepalm:
10:26 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
თქვე გონებაჩლუნგებო, დარეხვილებო დაკომპლექსებულებო,ფეკალიებით აყროლებულებო რა გაუხურეთ ამ გოგოს. საკუთარ ოჯახებზე დაწერეთ სადაც დარწმუნებული ვარ რომ სადო-მაზოხიზმის სინდრომით დაავადებულების და მრუშების მეტი არაფერი გაგაჩნიათ.
10:08 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ირინააა ნინის მეტს არავის უმშობიარია გეყოფა რაა
22:48 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაიმეე
დაგვანებეთ თავიიიიი რას გვერჩით ეგ იმედა მოგვაშორეეეეთ
22:45 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანონი
როგორ შეიძლება ასეთი კომენტარები ადამიანებო.შეიძლება უბრალოდ გაიბუტნენ,გათამამებული გოგოა ნინი და პირველად ვერ ბედავს შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმას,ხო და შერიგდება ეს წყვილი აბა რას იზავს და მერე თქვენ ძალიან შეგრცხვებად
17:27 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS