25 მაისი, 2015
ნუკი კოშკელიშვილი: „არ გველოდება გამარჯვება არსად, მანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი "გიჟი" ქვეყნის სათავეში...“
მივბაძავ ნინას და მეც განსხვავებული ვიქნები მკითხველს კარგად ახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა ნუკი კოშკელიშვილი "ევროვიზიაზე" ნინა სუბლატს. ამჯერად ტელესახე მორიგ სტატუსს სწორედ ამ თემაზე აქვეყნებს.

ნუკი:
"ნინამ იმღერა არაჩვეულებრივად. წამიერად, მაგრამ მაინც გაგვაერთიანა საქართველო, იმიტომ წამიერად, რომ წაგებისთანავე, ჩვენ დავიწყედ დამნაშავეების ძებნა, სასულიერო პირებმა სატანისტური მოტივები დაიწუნეს, თუმცა სატანისტური სკამაოები, რომლებმაც ნოდიკოს და სოფოს წარმატებას, იმავე კონკურსზე, ხაზი გადაუსვეს, არ გახსენებიათ...

დამნაშავე ვარ მე და შენ, რომ ჩვენი ქალაქი ჩამქრალი და დაბეჩავებულია, ეს იყო ხალხის არჩევანი.... ზუსტად
ვიცი, ჩვენ არ გველოდება გამარჯვება არსად, მანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი "გიჟი" ქვეყნის სათავეში და არ დაგვაჯერებს ჩვენ, რომ სინგაპური ვართ, ვართ ევროპა და პროგრესი, მერე ამას მართლა მთელი მსოფლიო დაიჯერებს!

ნინას გამოსვლა, მაგარი და განსხვავებული იყო, მივბაძავ ნინას და მეც განსხვავებული ვიქნები, მე მიყვარს საქართველო და მჯერა, რომ მართლაც ნიჭიერები და კარგები ვართ და ოდესმე როგორც ერთ დღეს უშუქობა წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ასევე წავა წარუმატებლობაც..." - წერს ნუკი სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნათია
ამ გოგოზე ცოტა უკეთესი წარმოდგენა მქონდა.
14:53 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
და ის შენი გიჟი როცა იყო სათავეში ხო სამეულს ვიკავებდით რა ყველა ევროვიზიაზე :)))
13:38 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS