24 მაისი, 2015
ეკა ნიჟარაძე რეზო თაბუკაშვილზე გათხოვებას უარყოფს
რამდენიმე საათის წინ მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მაშინვე უამრავი მოწონება დაიმსახურა. მეგობრები ეკას გაბედნიერებას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ ულამაზესი წყვილია.

რასაკვირველია, გაგვიხარდა კიდევ ერთი ლამაზი ოჯახის შექმნის ამბავი და გადავწყვიტეთ, ეკასთვის მისალოცად დადაგვერეკა, თუმცა მან ძალიან მოკლედ გვიპასუხა:

- მესმის რატომაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რეზოსთან ერთად გადაღებლი ფოტოები რომ დავდე „ფეისბუქზე“ ყველამ იფიქრა, რომ გავთხოვდი, მაგრამ არ გავთხოვილვარ და ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

სოციალურ ქსელში
კი ეკა ძველებურად იღებს მილოცვებს, მათ შორისაა ტელეწამყვანი ეკა ხოფერიაც, რომელმაც წყვილის ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა, - „ამას მიმალავდით? ორი ყველაზე მაგარი ადამიანი“. - კომენტარი თავად ეკამაც მოიწონა.

სავარაუდოდ, პრესისთვის ეკა ჯერჯერობით არ აპირებს იმის გამხელას, რომ დაოჯახდა.

ეკა ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი, მისი პირველი მეუღლე ნიკო გომელაური იყო, რომელთანაც მსახიობს ორი შვილი - ტასო და ჯეჯი ჰყავს.

ეკას მესამე შვილი, ვაჟი - ნოდარიკო ბიზნესმენ თემურ უგულავასგან ჰყას. თემურთან ეკას ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნოდაროს მამა მას ძალიან ეხმარებოდა და ყველანაირად გვერდში ედგა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
რაო
რაო,რაო,ამ ქალმა კაცი კიდე იშოვა
01:20 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ეს ნიჟარაძე ამ ბოლო დროს ნაცების მიტინგზე ვიყავიო და ამით თავს რომ იწონებდა, ის არ არის? რეზიკოს კი, როგორც ცნობილია, ისინი გულზე არ ახატია. თაბუკაშვილების ოჯახს რძლად არ შეშვენის ეს კაცივით ქალი (თუ ეს ნამდვილი ამბავია).
00:42 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
თუ ფული აქვს გაყვება აბა რას იზავს
22:45 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS