14 მაისი, 2015
ვის ლანძღავს ამჯერად ნინა სუბლატი - ''წადით, დაიხურეთ! დატოვეთ სამსახური!!! რას ბოდავთ!''
მომღერალი ნინა სუბლატი რამდენიმე დღეში წარსდგება ''ევროვიზიის'' კონკურსზე. ქართული პრესა აქტიურად აქვეყნებს კონკურსის მზადების პროცესს. თუმცა ნინა ამ ამბით კმაყოფილი არაა და იმის მაგივრად, რომ ყოველი წუთი გამოიყენოს მზადებისთვის, როგორც ხშირად სჩვევია, ამჯერადაც სოციალური ქსელის საშუალებით აგრესიული ტონით ამბობს სათქმელს.

რამდენიმე საათის წინ მასზე მომზადებული მორიგი მასალა გამოაქვეყნა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად ეწერა, რომ 17 მაისს ვენის სახელმწიფო ოპერაში ''ევროვიზიის'' საიუბილეო კონცეტზე გამოვა, სადაც მას აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველი გაუწევს. ნ’ინა აღშფოთებული წერს...

''ესენი საერთოდ რომელი სოროდან არიან?! ჯერ ერთი
ვენის ოპერაში ქართველი მომღერლები არ მონაწილეობენ.  მხოლოდ ერთი ვარ - მე! ან ნიკოლოზ რაჭველი რომ მომღერალი იყო არ ვიცოდი...

დიზაინერს რომ აღნიშნავთ, უნდა აღნიშნოთ ის, რომ კოსტიუმი ჩემი დიზანით არის შექმნილი და ამ ფაქტით მთელი ევროპა აღფრთოვანებულია! მერე კიდე მეორე დიზაინერი - თამარა სუჯაშვილი მუშაობდა ფეხსაცმელზე და გვირგვინზე, რომელიც რატომღაც არ არსებობს... წადით, დაიხურეთ! დატოვეთ სამსახური!!! რას ბოდავთ!''.

გასაგებია, რომ დაწერილ მასალაში შესაძლოა, რაიმე არ მოეწონოს მომღერალს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგებარია რატომაა ასეთი ამბიციური ნინა და რატომ ჰგონია, რომ მისი შეკერილი სამოსით მთელი ევროპა აღფრთოვანებულია და თუნდაც აღფრთოვანდნენ, ასე რატომ უნდა იყოს აჟიტირებული?

ზოგადად ნინას ''ფეისბუქის'' საშუალებით სჩვევია სალანძღავი სიტყვების ხმარება და იმის ხაზგასმა, რომ ძალიან მაგარია.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
თაკუნია
უნიჭიერესი და ულამაზესი! გასახელათ და ვერ გრძნობთ? რა გვჭირს ქართველებო! რატომ ვერ ვხედავთ ჩვენას და მარტო სხვისას ვაფასებთ, მაგარი გოიმები ვართ და მეტი არაფერი.
16:15 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თინი
ხმაც აქვს და ლამაზიცაა, მაგრამ ერთადერთი და განუმეორებელი არაა და თავისი უაზრო ამბიციებით თავის ხმას და სილამაზეს ფასს უკარგავს. მიუხედავად ამისა მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას
17:20 / 19-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაია
ზუსტადაც მაგარი უნდა იყო და არავის უნდა"მოასაქმებიო" თავზე
15:49 / 16-05-2015
გამოხმაურება / 0 /
დიანა
წარმატებები ნინა... უსურვეთ წარმატებები :)
10:45 / 15-05-2015
გამოხმაურება / 0 /
დემეტრე
ნიძლავს დავდებ, რომ ეს გოგო, ვინც ტექსტი აქ ჩააფეისთა, 16 წელზე მეტი ასაკის არ იქნება ;)
01:49 / 15-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ზოგადად სალომე დადიანს ჰგონია რომ ჟურნალისტია...;დდ
21:53 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
sakartveloshi unda shemoigot cru msalis daceristvis jurnalistebi dajarimdnen...ase tu daaokebt am dageshil adamianebs,imis magivrad gagixardet gogona cdilobs carmatebis migcevas,ramdeni ucxoeli ambobs icit,ratom ar mgerian kartvelebi am evrovisiase kartulad,imariajet,imariajet,am gogos xma mainc akvs da lamasia
20:39 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიტა
რატომ წერთ ტყუილებს თუ თქვენ ნინას ფეისბუკის გვერდი ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი მაშინ იმასაც ნახავდით რომ ნინამ დაწერა ძალიან მიხარია რომ ასეთი პატივი მხვდა წილად და თან ნიკოლოზ რაჭველი სპეციალურად ჩემთვს მოდის ერთი დღით და ძალიან მიხარიაო
20:11 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატია
საერთოდ ნინა არის ძალიან ამბიციური, როგორც ეკა კვალიაშვილი, თავის გარდა არავის არ ხედავს და არც უნდა დაინახოს , თითქოს მაგით დაიწყო და მაგით თავდება მთელი შოუბიზნესი, ერთხელ დაწერა ჩემამდე არავინ არ იყო მომღერალი , ეხლა იწყება ყველაფერიო, ხოდა იცოდე ნინა , რაც ეკას დაემართა , ის ბედი გელოდება შენ, სხვათა შორის ძალიან ბევრს არ უყვარხარ და გაითვალისწინე. ისე დიდი არაფერი ხარ რა წარმოდგენც გაქვს შენს თავზე, შეხედე რა ახალგაზრდობა მოდის, ასე რომ ცოტა ტორმუზებს მოუჭირე შენთვის აჯობებს.
20:06 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
დიანა
აღშფოთებული იქნება, რა თქმა უნდა, ქართველმა ჟურნალისტებმა ოღონდ დაწეროთ რამე და რამდენად მართალია და ზუსტი ინფორმაცია ამაზე ნაკლებად ღელავთ, ჯერ საკუთარ შეცდომებზე იმუშავეთ და მერე გამოთქვით პრეტენზიები იმაზე,რომ ვინმეს თქვენი დაწერილი სტატიები არ მოსწონთ. დასაერთოდ,ლანძღვის მაგივრად მხარი უნდა დაუჭიროთ ახალგაზრდა მომღერალს, რომელის საქართველოს სახეს წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე. მაგრამ ვის რაში გაინტერესებთ ან კონკურსი ანდა საქართველოს გამარჯვება, მთავარია სკანდალი და ინტრიგა...
19:52 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS