08 მაისი, 2015
იუნა შაფათავას და საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''ახლა დამირეკა იუნამ ტირილით...''
უნა შაფათავა არ არის ქუჩის ძაღლი, რომ ასე გამოიყენონ მისი სახელი იუნა შაფათავას დამ დეა შაფათავამ სოციალურ ქსელში რამდენიმო წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

''ახლა დამირეკა იუნამ ტირილით, სამსახურიდან გამაგდესო (პირველად ერთ-ერთ კომპანიას შევარჩინე იუნას ასეთი დამცირება, არ მქონდა ფიზიკურად დრო, მიმეხედა, იუნას კი ფული არ ჰქონდა სასამართლოსთვის).

საჯაროდ ვწერ: დიტო ტიკარაძის საწინააღმდეგოდ შემაქვს სარჩელი სასამართლოში ჩემი დის ნიჭის, ნამუშევრის, პირადი დახარჯული თანხების უგულებელყოფისათვის, მისი შავი მუშასავით გამოყენებისათვის და ამ ყველაფერში 150
ლარი ხელფასის გადახდისთვის.

ამ წუთას ვესაუბრე იუნას ყოფილ "უფროსს", ავუხსენი, რომ იუნა შაფათავა არ არის ქუჩის ძაღლი, რომ ასე გამოიყენონ მისი სახელი, ნიჭი, თუნდაც გარეგნობა, უნარები და უსაზღვრო კონტაქტები, და გააგდონ, მადლობის გადახდის მაგიერ - თუმცა მე მიხარია, ამხელა შრომა 150 ლარი კი არადა, 15000 ღირდა, ამხელა რუბრიკა მიჰყავდა იუნას დიტოს ახირებით რაღაც უაზრო სათაურებით ("უფროსის" ისტერიკული შეკვეთებით).

გააგდო ყველანაირი კომპენსაციის გარეშე (მეცინება, ვინ ვისი უფროსია, თუნდაც განათლების მხვრივ). ჩემი აზრი რომ მივწერე, რაზეც გამომიცხადა, რომ "ჩვენის საქმის ჩვენ ვიცით". ჰოდა მე ნამდვილად ვიცი ჩემი საქმე:):

მინდა, იუნას სახით შეიქმნას პრეცედენტი საქართველოში, რომ ადამიანის მიმართ, განათლებული, ინტელექტუალური და საკმაოდ მიმზიდველის (თუნდაც), პოპულარობაზე და "ბრენდ ნეიმებზე" აღარაფერს ვიტყვი, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს არ ჰყავს გვერდში ძლიერი მამიკო, არც ღიპიანი საყვარელი ან ქმარი, რომელიც დაუჟეჟავდა მაგ უნამუსო სახეს, მაგრამ ჰყავს და, რომელიც მიჰყვება იუნას დამცირებას ბოლომდე და არ შეარჩენს მის ასეთ გამოყენებას და გამწარებას და დამნაშავეს ყველა შეცდომაზე მოსთხოვს პასუხს.

ამას ვწერ საჯაროდ, იმისათვის, რომ ყველამ წაიკითხოს. დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
maia
იუნა მშვენიერი სექსუალური ქალია და ძალიან საყვარელი.ამ უპატრონო ქვეყანაში ყველაფერი ხდება რაა გასაკვირიი?!
21:17 / 10-05-2015
გამოხმაურება / 0 /
რა ხდება
ველოდი რომ ამას სადღაც ვიღაც რაღაცას ,,გაუჩალიჩებდა" იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ძლიერ დამაჯერებლად დაემუქრა ის გაურკვეველი სქესის ინდივიდი ბესო-კესო
15:00 / 10-05-2015
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
იმ უფროსის მესმის----თუ იუნა ყველას პატივს სცემს ღრმა მ... და მას უარი უთხრა აპა რას იზამდა... ანკი რა უნდა მას სამსახურში იმისთვის უნდა ცდებოდეს? ამდენი მოსწავლეები ყავს აღსაზრდელი....
10:52 / 10-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ფისუნია
მართლა სასაცილოა,ზოგჯერ სამსახურიდან ისეთი უვიცის გამო გაგიშვებენ,თავს შეურაცხყოფილად იგრძნობ,იუნას ჩაცმულობის რა გითხრათ მაგრამ ნამდვილად ნიჭიერი ქალია,მაგრამ საქართველოში ვის ჭირდება ნიჭი,მთავარია ვიღაცის ვიღაცა იყო და იმიტომაც მიდის კარგად ჩვენი ქვეყნის საქმე.
21:32 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მიდით რა?!!!
თქვენზე ბევრად განათლებული, ლამაზი და ინტელიგენტი, 5-6 ენის მცოდნე ხალხი ვსეხდვართ უმუშევრები, რამდენჯერმე შემცირებულები პატრონი რომ არ გვყავდა და თქვენ როცა პირადად შეგეხოთ, ახლა აყაყანდით?!!!!
20:02 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნაზიკო
ეტყობა ისე გაიხადა,მის და უფროს გული აერია და გააგდო.
17:58 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
განათლებული, ინტელექტუალური და საკმაოდ მიმზიდველი-------------- რა ქნას დას ასე ხედავს რაო იუნა არ გყავს გვერდში ძლიერი საყვარელი ან ქმარი, რომელიც დაუჟეჟავდა მაგ უნამუსო სახეს, რავიცი მომხიბვლელი და უზომოდ ნიჭიერი ხაარ და ეგ როგორ დაგემართა, ერთი ღიპიანი საყვარელი მაინც ვერ დაკერეეეეეეე
13:13 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
0000
ვაა იუნიი ტუ იუდა ვინმეს კიდე ცირდებოდა სამსახურსჰი?ეს გატახსირებული ქალი.მან ტავისი სიტამამიტ და ეპატაჯურობიტ უკვე მოაბეზრა ტავი ხალხს.რა ნიციერი და მიმზიდველი ეგაა.რაო საყვარლობა მოუნდა დიდი ფულიანი იდზიკოსი?ვა,ვა მაგარია.
11:31 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთო
იუნა მართლა ძალიან ნიჭიერია მაგრამ იმიჯმაგადაფარა მაგის ნიჭიერება მე მახსოვს რამდენს წვალობდა თავის პატარა დისთვის
09:53 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალია89
თაგვი იმიტომაა თაგვი რომ ღრღნის თორემ, ტრირემაც ჩაიძირებოდა რომ არ გაექსუებინათ, კანონები წარმოშობენ უკანონობას, გეთანხმებით...
01:44 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS