08 მაისი, 2015
ეკა კვალიაშვილი : პრეზიდენტო ... ნუ მომაყენებთ შეურაცხყოფას თქვენი უყურადღებობით''
თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაინტერესდეთ
მომღერალი ეკა კვალიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშველს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს: 

''მე, ეკა კვალიაშვილი, ვაცხადებ, ტელევიზიით, გაზეთით, აპარატში ზარით, მოვითხოვე შეხვედრა ბატონო პრეზიდენტო თქვენთან, ნუ მომაყენებთ შეურაწყოფას თქვენი უყურადღებობით!

თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაინტერესდეთ, თუ რატომ ვოთხოვ ასე დაჟინებით თქვენთან საუბარს, თუ კი თქვენ მართლა ხართ ამ ქვეყნის პრტეზიდენტი და ასეთად მიგაჩნიათ თავი, მე ამ ქვეყნის ერთ ერთი სერიოზული სახე, და ცნობილი ადამიანი, რომელიც ითხოვს, არა უკვე მოითხოვს თქვენთან შეხვედრას,თან სასწრაფოდ.
მე ვეღარ დავიცდი, მე ისედაც უამრავი წელი და დრო დამაკარგინა წინა მთავრობამ.

მეგონა, თქვენ შეგნებით მაღლა იდექით, მე იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო ეს მოთხოვნა!

მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით, ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი, სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, ბბს, სნნ,და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდენბულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან, ისე სხვათა შორის, წელს ქალთა წელია და სერიოზული პატივისცემაა საჭირო.

პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებია, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან!

პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ, ვინ უნდა გახდეს მაგალითი სხვა დანარჩენთათვის, თუ არა თქვენ? ველი, თქვენს ჯენტნლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე''!

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
პენსიონერა
ეტყობა პენსიას ითხოვს
16:13 / 10-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თუ ასე ძალიან ითხოვს ეს ადამიანი შეხვედრას,შეხვდეს მერე პრეზიდენტი,რა გადაუდებელი და უამრავი საქმე აქვს ასეთი,რომ ვერ მოიცალა? ვინ იცის რისი თქმა უნდა,რა აწუხებს,რაზე უნდა საუბარი?ეკას კიარა,ყველას უნდა შეხვდეს ვინც თხოვს,პრეზიდენტია და ვალდებულია,თუ რა თქმა უნდა, სურვილი აქვს, ხალხს უყვარდეს და მადლიერი ჰყავდეს ყველა ირგვლივ!
18:22 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
დაახლოებით 2-3 კვირაში ერთხელ ეს გოგო სულ რაღაცას ჩხუბობს. ვინმემ იცით მართლა რამე პრობლემა აქვს? სერიოზულად ვკითხულობ.
23:18 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
აუ წაიღო ამ ქალმა ტვინი რააა,განდიდების მანია აქვს...
22:12 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ბოლოსდა ბოლოს ადამიანებო შევიგნოთ რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის მოთხოვნებს პირადად თუ არა ტკბილი სიტყვის დაცერაც ასე ზალიან გიჩირთ?ან ცაიკითხეთ გააჩერეთ ეგ ხელები რა ბოლოსდაბოლოს
21:07 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სკლეროზა
ერტი ადამიანი ძლივს გამოჩნდა,ვისაც შეხვედრა სწადია და ამასაც უარი უთხრა?
18:57 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკ
არ მჯერა რომ სერიოზულად ლაპარაკობს მგონი გვტროლავს :D
15:42 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ia001
ღმეო, ამას აშკარად განდიდების მანია აქვს
15:41 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მარინა ბერიძე ამას არ იზამდა.
15:12 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან მეცოდება ეს ქალი.არ მინდა ასაკში მეც ასე გავუბერო
14:22 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS