როგორც ჩანს, პარლამენტის ქუთაისში გადატანამ ჯერჯერობით მხოლოდ პრეზიდენტი და ელისო ჩაფიძე გააბედნიერა.
პარლამენტარი და ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე გათხოვდა. მისი რჩეული კი ქუთაისელი ბიზნესმენი დავით მიქაბერიძე გახლავთ. წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი ხშირად ხუმრობდა ელისოს გათხოვებაზე და აქციებზე როგორც სასურველ საპატარძლოს ისე წარადგენდა.
როგორც ჩანს, პარლამენტის ქუთაისში გადატანამ ჯერჯერობით მხოლოდ პრეზიდენტი და ელისო ჩაფიძე გააბედნიერა. დეპუტატს ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე უამრავი ადამიანი ულოცავს გაბედნიერებას.
მოკლედ, გათხოვება თუ გინდა, ''ქართულ ოცნებაში'' უნდა გაწევრიანდე, რადგან ამ კუთხით პარტია ფეხბედნიერი აღმოჩნდა.
პირველი იყო მანანა კობახიძე, ახლა ელისო ჩაფიძე და ალბათ მალე მათ კვალს ახალგაზრდა პარლამენტარი ანი მიროტაძეც მიჰყვება.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის