04 მაისი, 2015
თაკო ჩორგოლაშვილისა და ნატუკა გულისაშვილის დაპირისპირება ნატუკას ლანძღვით დამთავრდა – დადგმული სკანდალი ''იმედის'' ეთერში
მოგვიანებით ნატუკამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსიც დაწერა პარასკევს ''იმედის დილაში'' კულინარიული რუბრიკის წამყვან ნატუკა გულისაშვილსა და თაკო ჩორგოლაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ნატუკამ თაკოს ბანანის დაჭრის მეთოდი დაუწუნა. ამბობდა, რომ მისი გაკეთებული არაფრად არ ვარგოდა.

მიმართვის ფორმა აგრესიული და დამცინავი იყო. თაკოს მისი ნათქვამის გამო განაწყენდა და ეთერი დატოვა. მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში არ წყდება ნატუკას მიმართ სალანძღავი კომენტარები. წერდნენ, რომ ზოგადად ნატუკა ასე ექცევა თაკოს. ხშირად უთქვამს, რომ ლამაზმა გოგონებმა არაფრის გაკეთება არ იციან და თაკოსაც
არაფერი არ გამოსდის. რამდენიმე კითხვით მსახიობ ნატუკა გულისაშვილს მივმართეთ.

- ნატუკა, რატომ ეჩხუბე თაკოს პირდაპირ ეთერში?
- დადგმული სცენა იყო, რეალურად არ გვიჩხუბია. შემდეგ პარასკევს თემა აგრესია უნდა იყოს. საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ამბავმა.
- კომენტარებში წერენ, რომ თაკოს სულ ასე ეჩხუბები. ასეთი იმიჯი, რატომ მოირგე?
- ასეთი რამე პირველად გავიგე. მე არანაირი იმიჯი არ მომირგია და მით უმეტეს ასეთი. ჯობია, თაკოს ჰკითხო ვეჩხუბები თუ - არა და რა ურთიერთობა გვაქვს. ცოტა სასაცილოა უკვე ხალხის რეაქცია. თაკომ ატეხილი აჟიოტაჟის მერე მითხრა, რომ როცა ''ცეკვვავენ ვარსკვლავებში'' ფინალში გავედი, მაშინ ჩემზე წერდნენ საშინელ რაღაცებს და ახლა შენ გახდი ცუდი და მე კი ცოდო გოგოო.

მოგვიანებით ნატუკამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსიც დაწერა.

''ყველა ჩემი მეგობრის, ჟურნალისტის და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანის გასაგონად ვამბობ... პარასკევს ''იმედის დილაში'' მომხდარი კონფლიქტი წინასწარ დადგმული იყო.
რატომ? უყურეთ ''იმედის დილას'' პარასკევს და გაიგებთ…''

''არ დამთავრდა ჩემთან რეკვები და პირადში თუ ''იმედის'' საიტზე ჩემი ლანძღვა. ალბათ მართლა კარგად ვითამაშეთ''.
ორშაბათის ''იმედის დილაში'' კი თაკომ ნატუკას უთხრა, რომ მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად კარგად ითამაშე, რომ უახლოესი მეგობრებიც კი ვერ მიხვდნენ რომ ვითამაშეთ და გასამხნევებლად მირეკავდნენო.


სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნანკა
და გჯერათ რო გათამაშდა? :)))))
19:16 / 12-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ნატუკა ძალიან მომწონს,სასწაულად დადებითად მოქმედებს ჩემზე. მისი ენეგიულობა ჩემზეც გადმოდის ხოლმე :) რაც შეეხება დადგმას იმედმა რითი ვერ ისწავლა ჭკუა მოდელირებული ქრონიკის მერე???
16:43 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სხვისი არ ვიცი და ნატუკა ძალიან მაღიზიანებს სპანჩ ბობი დამტავრდება თუ არა მაშინვე ვრთავ მაგის ხმის გაგონებაზე კრუნჩხვები მეწყება,, თან ეს "გემრიელობა' ის "ჩაქუნქულება" რა იცის რა უბედურებააა
18:12 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ბლა
სხვანაირად ვერ იქცევენ ეს უაზრო გადაცემები ხალხის ყურადღებას და ამ დადგმული ვითომჩხუბებით ერთი დღით მაინც მოექცევიან ხოლმე ყურადღების ცენტრში :) თმით ითრიეთ ერთმანეთი, უფრო მეტი ადამიანი შემოგხედავთ :P
14:59 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ძალიან სულელურია ასეთი რამის მოფიქრება.რა ლანძგვა გაკლიათ ხალხისგან? მეც მართალი მეგონა და ძალიან გავბრაზდი.ტყუილა ნერვების მიშლა გვაკლდა რა.ისედაც დიდად არ ვუყურებდი იმედს და ეხლა ხომ ნახვამდის.
02:31 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS