18 ივლისი, 2013
რამდენს უხდიან ნანუკა ჟორჟოლიანს ნაციონალების ''ბეიბისითერობაში''?
ახლა მაინც მოკეტე და ისე წადი,შენდამი შედარებით კარგი განწყობით დაგვამახსოვრებინო თავი!
ეს ვინაა, ტოოო!
ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი შოუ ექსკლუზიურად დაასრულა და სტუმრად პრეზიდენტი მიიწვია. უფრო სწორად, პრეზიდენტთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა. გადაცემა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა და ჯერ კიდევ გასვლამდე გახდა სკანდალის მიზეზი. ექსპერტი მიშა თავხელიძე ნაციონალური მოძრაობის დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად, პრეზიდენტის ჟორჟოლიანის შოუში სიარულს ასახელებდა.

გუშინ სააკაშვილი დაგვემშვიდობა. კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რამდენ ადამიანს უყვარს მიშა, რადგან სადაც ჩადიოდა, რიგი დგებოდა სურათების გადაღების თხოვნით.
აღმშენებლობაც ვიხილეთ და დაუმთავრებელი გზებიც. პრემიერის კრიტიკა და სკანდალური განცხადება პატარკაციშვილი-ივანიშვილის ურთიერთობაზე.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ''პიარშიკია'', რადგან ბევრ მოწინააღმდეგესაც კი გული აუჩუყა. გადაცემის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში სტატუსებს დებდნენ ცნობილი ადამიანები. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, მაგრამ არანაკლებ საინტერესო შეფასებები თბილისის ფორუმზე აღმოვაჩინეთ.

Facebook

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ნანუკას კედელზე წერს:
"ნანუკას შოუს" გადაარქვი სახელი, ნანუკა, და დაარქვი "ცუნამი ნანუკასთან ერთად". არ გადაუარა სრულიად "ფეისბუქს", ბიჯო?:)

იოსებ კობერიძე
დილა მშვიდობისა, პრეზიდენტისადმი უმადურო საქართველოვ, სადაც ნინა წკრიალაშვილი ამ არჩევნების მერე მეორეჯერ მოიკლავს თავს!

სოსო გალუმაშვილი
თბილისი გავდა ქაბულს და ქუთაისი ფხენიანს :))))))))

გოგა ხაჩიძე
ბიძინა ივანიშვილზეც ვნახავდი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას. საინტერესოა რა გამოვა.

ალეკო ელისაშვილი (ჟურნალისტი)
პირველად ვნახე ხმალს ასე უგვანოდ აჯანჯღარებდეს კაცი - მიშა, მიშა.....

თიკო თვალაძე
ნანუკა ჟორჟოლიანს რამდენს უხდიან ნაციონალები ბეიბისითერობაში?

ნინო ჯანგირაშვილი
მოკლედ, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მაგარი ავთვისებიანი ტიპი გვაჯდა თავზე ეს ცხრა წელი.

ეკა ხერხეულიძე (პარლამენტარი)
ყველას ხმამაღლა დავცინი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე წარმოუდგენია მასშტაბური მოვლენების შექმნა... ა, ბატონო, ბურთი და მოედანი, გიყურებთ რა შეგიძლიათ...

Forumi

* სამარცხვინო გადაცემა სამარცხვინო პრეზიდენტით, ხუთი წუთი ვუყურე და ჩემი თავის შემრცხვა

* ბიძო აღადგინე ასათიანზე რომ კლინიკა იყო, გააკეთე ერთი ლუქსი მიშასთვის, დაუმარაგე ტყლაპის და შოკოლადის ჰალსტუხები, გასაბერი სოფოები, ნინები, ივანები, ალანები, ჩაკეტე კარები და გასაღები გადაყლაპე.

* მიშა არის უნიჭიერესი, ეგაა რომ აფერისტია. კარგი მსახიობი იქნებოდ. შეიძლება არც ახლაა გვიან. ოსკარიც შეიძლება აიღოს მატყუარას საუკუეთესო როლის შესრულებისთვის.

* როგორ უყვარს ამ შიზოფრენიკს დიდ ადამიანებთან თავის გატოლება _ მაკედონელი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, აღმაშენებელი, რიჩარდ ლომგული, სტალინი, ჩერჩილი, ბერია, რეიგანი, ჭავჭავაძე

* ყველაფერი ერთადაა ტიპი, ხასიათს გააჩნია. პიროვნების გაორება კი არა გაათება სჭირს. ბაჯაღლო მასალაა ფსიქიატრიული კვლევებისთვის. ასე, რომ გაბრიაძის შერეკილების არ იყოს სულ მალე პროკურატურასა და ფსიქიატრებს შორის თრახი წავა მაგ ეგზემპლიარის დასათრევად.

* ისე ეს ტიპი პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო ვინ იქნებოდა ნეტავ? პროფესიას არ ვიცი რას აირჩევდა, მაგრამ მაგარი აფერისტი და შარლატანი იქნებოდა. ისე იტყუება წარბიც არ უტოკდება. მაგრად მიტყდება ამას ხმა რომ მივეცი თავის დროზე.

* რა თბილი და გულისამაჩუყებელი გადაცემა იყო, თურმე რა სპეტაკი კაცი გადაგვიგდია პოლიტიკურ ხრამში, რა უგულოები ვართ ეს დაუნახავი ქართველი ხალხი... ივანიშვილს არაფერი დაუფინანსებია, ის 3 მილიარდი მონაჭორი იყო... რაღაც კაპიკები დაუხარჯავს და ისიც მიხოს მუქარით... ვაიმე თავს ვეღარ ვპატიობ 41 შემოხაზვისთვის... მგონი ჯოჯოხეთში მოვხვდებით თითქმის მთელი საქართველო ... გვაპატიე დიდო მიქაელ, მეტს აღარ ვიზამთ.
პ.ს. მგონი ნანუკა ტროლავდა მიშას გუშინ
პ.პ.ს. ასათიანის საგიჟე სოფელ დიღომში გადაიტანეს ჰო? თუ კი ბარნოვს გააგებინეთ
მაგ კაცს ნორმალური მრჩეველები არ ჰყავს,დავიჯერო?

* 1 ოქტომბრის მერე ცოტა მიმინელდა მისდამი ჯავრი და ამ გადაცემის დიდმა ნაწილმაც ამასვე შეუწყო ხელი (ნანუკას საღოლ, ტყუილად ლანძღა თავხელიძემ, საკმაოდ საყვარელი გადაცემა გამოუვიდა), მაგრამ ტრადიციულად ისევ ჩასვარა მიშამ.
არ მაქვს გამყოლი გული, მაგრამ მისი რეჩები ტონუსს არ მაკარგვინებს. როგორ ახერხებს ამას, არ ვიცი. ახლა მაინც მოკეტე და ისე წადი,შენდამი შედარებით კარგი განწყობით დაგვამახსოვრებინო თავი!
ეს ვინაა, ტოოო!

ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 62 /
მარი
გააყოლეთ მიშას ნანუკა ჟორჟოლიანიც. რა ქაჯიცაა ისეთი რესპოდენციც ყავდა სააკაშვილის სახით
14:20 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
უფრო და უფრო ვრცმუნდები/ტუმცა არც ისე მეპარებოდა ეცვი/,რომ დიდ ნეხვში აგმოვცნდიტ.
14:07 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერა
მოინატრებთ მიშას უგვანებო!!!!!!უმადურებო!!!გაქვთ ეხლა დასტოპებული და გაჩერებული საქართველო,გამოიღვიძე ერო!!!!!!!გაუმარჯოს ჩემს საამაყო პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილს!
14:03 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ელენე! მოითხოვე და უყურე იმ 17000 ადამიანის ცხოვრებაში შენ და შენი საახლობლო არ იყოთ. მხარდამჭერების პირად ცხოვრებას უფრო აგროვებდა: ვაი, თუ მიღალატონო
13:50 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მამიკო
კირილიცაზე მოტლიკინეები რომ გამოირჩევიან აგრესიულობით თუ მაჩნევთ?ეს ის ხალხია მიშამ რომ გაყარა ხელისუფლებიდან ან მათი ნამრავლი! თუ რაიმეში ტყუოდა იმაზე გაამახვილეთ ყურადრება და ტლიკინი არ გუნდათ ესე უაზრო! რა თქვა არასწორი? ევროპაში მცხოვრებ ქართველებს კი მაგრად შეუსრულა ბორიამ. და სამაგიეროდ რუსის გახდება უვიზო გუბერნია როდესაც ვიქნებით! ვაი თქვენს პატრონს მართლა!
13:47 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ნახავთ მერე სინდისი და სამარცხვინო რა არის. მეტი საქმე, რომ არ გექნება კაცს 17000 ადამიანის პირადი ცხოვრებით, რომ ტკბებოდე
13:47 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ისე მისი ყველა მხარდამჭერების პირადი ცხოვრება ჰქონი უმეტესად თურმე (ვაი, თუ მიღალატონო)
13:46 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
მეგობრებო!! ჩემი მეგობრული და ადამიანური რჩევა იქნება მოითხოვოთ, უყუროთ, და შემდეგ ამიხსნათ რატომ გადაიღო ის პირადი არაადამიანური კადრები თქვენმა პრეზიდენტმა? შემდეგ ვილაპარაკით ვინ არის სამარცხვინო??? (თქვენი შინაურები არ აღმოაჩინოთ იქ)
13:45 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
ეს რეიტინგის ჟურნალისტიც მაგარი ვინმე ყოფილა, შე კაი ადამიანო , ყველა ცუდი კომენტარი რომ გამოაქვეყნე ამ დაბოგმილი ხალხის, კარგიც გამოგექვეყნებინა, რასაც მიშაზე წერდნენ :D გასკდით გულზე, მართლა ბიძინას და იმ ოცნებების არ ახდენის გირსი ხართ, რომელიც ისედაც არ გიხდებათ ბიძინას ხელში :)
13:41 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
:)))))
ისეთი ბოღმა კომენტარებია და რომ დარწმუნებული ვარ მაგარი გადაცემა იყო, თუმცა გადაცემა ბოლომდე არ მინახავს, მხოლოდ ნაწილს ვუყურე
13:24 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS