01 მაისი, 2015
პრეზიდენტმა პატარა თეიმურაზი გამოაჩინა
თემურ მარგველაშვილი 2 თებერვალს დაიბადა
ყოველთვიურ ჟურნალ "OK"-ის ქართულენოვანი გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის ოჯახს ეწვია.

ჟურნალ "OK"-თან ინტერვიუში, მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, ბავშვის აღზრდაში მას მეუღლე ეხმარება, რომელიც პირველი კვირების განმავლობაში ღამეებსაც უთენებდა პატარას. პირველი ლედის თქმით, თემოს აღზრდაში წყვილს ძიძაც ეხმარება, თუმცა, პატარა არც თუ ისე ჭირვეულია.

თემურ მარგველაშვილი 2 თებერვალს დაიბადა. ის გიორგი მარგველაშვილისთვის მეორე შვილია. პირველი ქორწინებიდან მას უკვე ჰყავს ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი.

რაც შეეხება მაკას, მას ასევე ჰყავს ქალიშვილი მაშო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
შურა ბარათაშვილი 91 წლის
გფარავდეს უფალი და შენი ,,მრავალჭირვარამგადანახადი" სამშობლოს ,,ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი" მამულის მადლი!!
23:36 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ღმერთმა გაზარდოს სასახელო ბიჭუნა! სამშობლოსთვის! მაგრამ თემუკას ჩვენება არ გვეყოფა პრეზიდენტო, ცამოგვექცა ქვეყანა თავზე!!!!!!
15:59 / 01-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS