30 აპრილი, 2015
გიორგი ვარდოსანიძის ცხოვრებაში ახალი გოგო გამოჩნდა
მას შემდეგ რაც გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა ერთმანეთს დაშორდნენ, ყვითელი პრესა აქატიურად ადევნებს თვალს ორივეს და აინტერესებთ წყვილი შერიგდება თუ ორივე ახალ სიყვარულს იპოვის.

სალომეს გვერდით მხოლოდ მოცეკვავე მაქს რიჟიკოვია, თუმცა მათ როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ ცეკვა აკავშირებთ ერთმანეთთან.

გიორგის გვერდით კი ძალიან ბევრი ლამაზი გოგონაა. ცოტა ხნის წინ მეგობარ გოგონებთან ერთად გიორგი ეგვიპტეშიც ისვენებდა.

გიორგის ''ფეისბუქიდან'' აშკარა ხდება, რომ სალომე ენატრება. სალომეს ნაჩუქარ ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი მისი
ცხოვრების ორი საყვარელი ქალი იყვნენ.

მაშინ ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ წყვილი რიგდებოდა, თან ინტერვიუებში გიორგი ვარდოსანიძე ხშირად აღნიშნავს, რომ მასა და სალომეს შორის ყველაფერი არ დამთავრებულა.

თუმცა გოგონებთან ერთად გართობაზე როგორც ჩანს, ის კვლავ არ ამბობს უარს.

რამდენიმე საათის წინ გიორგის ნინი ონიანთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში. ნინი ონიანი სერიალ ''ქალთა სახეების'' მსახიობია. ნინი არ ერიდება თავისი ლამაზი სხეულის ეკრანზე გამოჩენას და თამამად შიშვლდება სერიალში.

გიორგის და ნინის ფოტოები პიკნიკზე აქვთ გადაღებული. აშკარაა, ნინის გიორგის მსგავსად მოტოციკლის მართვა უყვარს. საკუთარ ''ფეისბუქზე'' ატვირთულ ვიდეოზე ნინი მოტოციკლზეა მოკალათებული და მის მართვას მონდომებით ცდილობს.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ეკა
ოჰ, ეს ჟურნალისტები...
11:09 / 01-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვარდოსანიდე კაცურად მოიქეცი, იმ ხალხს მიბადე ვინც კაცურად მოვიდა აქამდე, ყველა დროის უსაყვარლეს მსახიობს ყველა დროის სასურველ პიროვნებას ზურა ყიფშიდეს. ნაირები უნდა იყვნენ ყველა,რა დასაფასებელია მარტლა ეს პიროვნება, ამ უსუსურების გვერდე ტინეიჯერივიტ რომ ცანცარებ და სექსის უნახავივიტ ამისტანა ქალი გყავდა გვერდე დააფასე სირცხვილია ბოლოს და ბოლოს.ატასი გვერდი რომ გაქვს გახსნილი ტინეიჯერივიტ.და იმატებ ამდენ ბავშვებს სირცხვილია.დანიშნულ კაცს ასეტი საქციელი.დიდად გამორჩეული შენ არ ხარ ტავში რა აგივარდა.ან რა არის ასავარდნი ეგ საქციელი ხომ მიწასტან გასწორებს.
07:49 / 01-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
თან,სასაცილო ისაა,რომ ამ ფოტოს სალომე იღებს,მგონი :)
16:31 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნინას ვეთანხმები."აშკარაა","ბევრს გაუჩნდა ეჭვი" რანაირად ლაპარაკობთ?ჟურნალისტები ხართ თუ ჭორიკნები?თუ რაღაცის დამტკიცებას ცდილობთ ფაქტებით ილაპარაკეთ,თქვენი ვარაუდი არავის არ აინტერესებს..სხვისი ოჯახების ნგრევას და ყველა წვრილმანში ცხვირის ჩაყოფას თავი დაანებეთ და დააცადეთ რაა საერთოდ რა თქვენი საქმეა ვინ ვისთან გაივლის!!!
16:18 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
საქართველოში, ცნობილი სახეების ოჯახების 99% ჟურნალისტების უაზრო სტატიების გამო ინგრევა. ვერ ხართ ხო?
15:06 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS