''სირცხვილი და თავის მოჭრაა! როდემდე უნდა იარონ იმ ადამიანის დაკრულზე, რომელსაც სიძულვილისა და ღვარძლის მეტი არაფერი უდევს გულში.
სახელმწიფო ქვია ამას! ორკესტრი უნდა შევიდეს და მუშაობდეს იმ სიმფონიურ დარბაზსა და სივრცეში,სადაც ამ მომენტისთვის შესაძლებელია რეპეტიციაც და კონცერტის გამართვაც!
თუ არა და
რა "ავტორიტეტიანები" ხართ.. გინდ ყოფილხართ და გინდ არა!
უკვე მითქვამს, ახლაც გავიმეორებ და არ შევწყვეტ ამის ძახილს, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი არის საუკეთესო საქართველოში! და ამით ყველაფერი ნათქვამია!
ახლა შესაბამის ნაბიჯს ველოდებით სახელმწიფოსგან,რომელსაც აქამდე ლაპარაკის მეტი და ჩვენი უსინდისოდ მოტყუების მეტი არაფერი გაუკეთებია'', წერს ანიტა რაჭველიშვილი.
სალომე დადიანი




















