28 აპრილი, 2015
ია ფარულავასა და ტარიელ სუარის თანაცხოვრების დეტალები ახალ რეალითი შოუში: იხილავს თუ არა მაყურებელი წყვილის ეროტიულ სცენებს?
ბევრი ცუდი და კარგი ამბები დაგვატყდა თავს ია ფარულავას ცხოვრების დეტალები ყოველთვის საინტერესოა, სწორედ ამიტომ, ტარიელ სუარმა გადაწყვიტა, მათი ოჯახური ცხოვრების შესახებ რეალითი-შოუ გააკეთოს, საიდანაც მაყურებელი ბევრ სიმართლეს შეიტყობს. იქნება თუ არა ეროტიკა, კონფლიქტები და მსახიობის ცხოვრების პირადი დეტალები რეალითი-შოუში, ამას ტარიელ სუარის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ თქვენი და ია ფარულავას შესახებ რეალითი-შოუს გაკეთება?
- მე და იას ცხოვრება, ცოტა არის იყოს, სერიალივით წარიმართა. ბევრი ცუდი და კარგი ამბები დაგვატყდა თავს და ამ ყველაფრის
მომსწრე ჩვენი მოსახლეობა იყო. გინდა არ გინდა, სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით. ჩვენი თავგადასავლები დებდა რეიტინგს და თავში მომივიდა აზრი, რომ გამეკეთებინა რეალითი შოუ, რაც სიახლე იქნება ქართულ ტელევიზიაში. ამ მიზნით გადავიღე ერთი სერია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. სერიალის რეჟისორი გახლავართ მე. საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი, მაგრამ გეტყვით, რომ მე ია თავიდან, როგორც რეჟისორმა, ისე გავიცანი. მაქვს უკვე გადაღებული რამდენიმე ექსპერიმენტალური ფილმიც. 5 წლის განმავლობაში გერმანიის ქალაქ კასელში მოღვაწე რეჟისორებთან ერთად ვმუშაობდი. 45-მდე სცენარზე მაქვს ნამუშევარი მათთან ერთად. მაგრამ კასელის ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტიდან, ცოლის მოყვანის გამო, დიპლომის აღებამდე დავბრუნდი საქართველოში.

- და მაინც, რაზე იქნება ეს რეალითი-შოუ. მოკლე შინაასრი შეგიძლიათ, რომ გაგვანდოთ?
- სერიალი იმ ერთ ჩვეულებრივ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე და მათ შორის წამოქმნილ კონფლიქტებზეა, რომელიც შესაძლოა, ყველა ოჯახში ხდებოდეს. ერთდღიანი ისტორიები დაუკავშირდება ჩემს იმ საკონცერტო ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მე და ია ჩავდივართ საქართველოს 50-მდე ქალაქში. კონფლიქტები თვითოეულ სერიაში მინი-ისტორიის სახით იქნება გადმოცემული. მათი განვითარების ადგილმდებარეობა და თანმიმდევრობა: თბილისი, გზა, რეგიონი, გზა, თბილისი.

- თქვენს გარდა, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას სერიალში ?
- სერიალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ყველასთვის ცნობადი სახეები, ასევე, თბილისში ნაკლებად, მაგრამ საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში საზოგადოებისათვის საკმაოდ ნაცნობი სახეები. ეგრეთ წოდებული, რეგიონის კოლორიტი ადამიანები, რომლებიც სერიალში საკუთარ თავთან, სერიის თითოეულ თემასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას და დამოკიდებულებას გააცნობენ მაყურებელს. თითოეულ სერიაში გაშუქებული იქნება საქართველოს 50-მდე ქალაქის სილამაზე, თავისებურება, ღირსშესანიშნაობა, ისტორიული ძეგლები, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მხარე ქალაქისა. სერიალში გათვალისწინებული მაქვს ასევე ჩვენი პატრიარქისა და სახელმწიფოს ინტერესები.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
დვორნიკი შაშო. ავლაბარი
მაიცა,ჩვენ რატო არ მოგვიწვიე სერიალში სუარიჯან....კოლეგების ეგრე დავიწყება განა შაიძლება?
00:00 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ოსები
იას ოსები არ ევასებოდა ტარიელის ცოლის გამო.ვინ არის ეს ხაჩიროვა-ო ინტერვიუში თქვა.ეტყობა სუარმა მაგრად შეუტია და დაავასებინა.გაუმარჯოს ოსებს.
12:10 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მე-7 ვინ იქნება?
არაფერი არ მებადა...ბოტოქსის და კატის გარდა.... დამავიწყდა ის მეექვსე....როდის მყავდა.......(1.რამაზი 2.რობერტ 3.მანიაკი ექიმი 4.ფადი 5.რაჭველი სირაძე 6.სუარი)
08:51 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვაი თქვენს პატრონს, არავის არ ჭირდება თქვენნაირი გიჟების ცხოვრების ყურება, ეხლა ამით გინდათ თავის გაპიარება?
20:39 / 28-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კარავი
სიაფანდი პონტია.ერთად არ ცხოვრობენ კარგად ხანია.დეინგრა კარავიიიიი
15:17 / 28-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS