- ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ თქვენი და ია ფარულავას შესახებ რეალითი-შოუს გაკეთება?
- მე და იას ცხოვრება, ცოტა არის იყოს, სერიალივით წარიმართა. ბევრი ცუდი და კარგი ამბები დაგვატყდა თავს და ამ ყველაფრის
- და მაინც, რაზე იქნება ეს რეალითი-შოუ. მოკლე შინაასრი შეგიძლიათ, რომ გაგვანდოთ?
- სერიალი იმ ერთ ჩვეულებრივ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე და მათ შორის წამოქმნილ კონფლიქტებზეა, რომელიც შესაძლოა, ყველა ოჯახში ხდებოდეს. ერთდღიანი ისტორიები დაუკავშირდება ჩემს იმ საკონცერტო ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მე და ია ჩავდივართ საქართველოს 50-მდე ქალაქში. კონფლიქტები თვითოეულ სერიაში მინი-ისტორიის სახით იქნება გადმოცემული. მათი განვითარების ადგილმდებარეობა და თანმიმდევრობა: თბილისი, გზა, რეგიონი, გზა, თბილისი.
- თქვენს გარდა, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას სერიალში ?
- სერიალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ყველასთვის ცნობადი სახეები, ასევე, თბილისში ნაკლებად, მაგრამ საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში საზოგადოებისათვის საკმაოდ ნაცნობი სახეები. ეგრეთ წოდებული, რეგიონის კოლორიტი ადამიანები, რომლებიც სერიალში საკუთარ თავთან, სერიის თითოეულ თემასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას და დამოკიდებულებას გააცნობენ მაყურებელს. თითოეულ სერიაში გაშუქებული იქნება საქართველოს 50-მდე ქალაქის სილამაზე, თავისებურება, ღირსშესანიშნაობა, ისტორიული ძეგლები, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მხარე ქალაქისა. სერიალში გათვალისწინებული მაქვს ასევე ჩვენი პატრიარქისა და სახელმწიფოს ინტერესები.
იხილეთ გაგრძელება




















