27 აპრილი, 2015
ეკა კვალიაშვილი საკუთარ გარდაცვალებას ეხმაურება - ''აი, გასალანძღადაც კი მეცოდებით. ვაი, თქვენ პატრონს''
ვინ გდია ეს ლერი სანაძე გამირკვიეთ ძალიან გთხოვთ!!! ინტერნეტში დროდადრო ვრცელდება სხვადასხვა ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით საბედნიეროდ არ დასტურდება ხოლმე. ეს ბედი უკვე ხვდათ წილად ნიკა არაბიძეს, შორენა ბეგაშვილს, ნინა წკრიალაშვილს. ცრუ ინფორმაციის მორიგი მსხვერპლი გახდა ეკა კვალიაშვილი, რომელიც ამ ფაქტს ''ფეისბუქზე'' გამოეხმაურა.

''ყურადღება, ვირუსია!!!

მოკლედ, იმისათვის, რომ ლაიქები მოაგროვონ რას აღარ კადრულობენ, შეიძლება, ჩატში შეიძლება, მოგივიდეთ ლინკი, რომ კვალიაშვილი გარდაიცვალაო. არა საყვარელო ადამიანებო, აქ ვარ. ცოცხალი ვარ მადლობა ღმერთს!''

''ფეისბუქზე'' ეკა კვალიაშვილის
გარდაცვალებასთან დაკავშირებული ნიუსი ვინმე ლერი სანაძემ გაავრცელა. ''ცნობილი მომღერალი ეკა კვალიაშვილი დღეს გარდაიცვალა. საქართველომ კიდევ ერთი ღირსეული შვილი დაკარგა'' - წერდა მამაკაცი.

''ვინ გდია ეს ლერი სანაძე გამირკვიეთ ძალიან გთხოვთ!!!

მოკლედ მსგავსი სახის ვირუსული ინფორმაციები მომხმარებლის, სათაურის შინაარსზე წამოგებას ემსახურება, - რადგან ლინკის გახსნის შემთხვევაშ ის, უბრალოდ არ გაიხსნება და შესაბამისად თქვენი კომპიუტერის შიდა ბლოკიც დავირუსდება, ამიტომ გირჩევთ, მოერიდოთ იმ ინფორმაციების ლინკის გახსნას როცა საიტი არ მთავრდება ან გე ან ქომ ან რუ დომეინზე'' , - წერს ეკა.
დედის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ამბავს ნუკა კვალიაშვილიც გამოეხმაურა.

''დედაჩემი ცოცხალია, არაფერი არ სჭირს ჯვარი სწერია... და ეგ რაღაცა იდიოტობა ნიუსი რომ დაწერეთ აი, გასალანძღადაც კი მეცოდებით. ვაი, თქვენ პატრონს'' , წერს ნუკა.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
!!!
რა გინდათ ხალხნო რას ერჩით? იცოცხლოს და კარგად იყოს ქალბატონი ეკა,ვინ ეშმაკია ლერია თუ მგელი?
19:01 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სვეტი
ბანძებო ყველა ქვეყნისა ზარები გადაუსროლეთ ეკატერინე სვეტუნიას
18:37 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზრდილობა
ეკასნაირ და ნუკისნაირ უზრდელ ცოცხლებს.....
14:49 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS