ამ თემაზე მომზადებული სტატიის გამო ჩხარტიშვილი სტურუას ''ფეისბუქზე'' ჰყავს დაბლოკილი, არადა, მანამდე მათ საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ.
ამჯერად ხელოვნებათმცოდნე სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გადასწვდა. როგორც საკუთარ პოსტში წერს, გელა დუმბაძის პიესა აზერბაიჯანის მთავარ სცენაზე დაიდგა და მისი
ლაშა ჩხარტიშვილი მიუთითებს, რომ აქამდე დუმბაძის სამწერლო შესაძლებლობების შესახებ არაფერი სმენია. ის გელა დუმბაძეს აზერბაიჯანის ერთ-ერთ, მისი შეფასებით, უნიჭო მინისტრის მოადგილეს ადარებს.
''აზერბაიჯანს ჰყავს კულტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც დრამატურგობს და ელჩინის სახელწოდებით იცნობს ყველა. ამ კაცის უნიჭო პიესები იდგმება ყველა სახელმწიფო თეატრში აზერბაიჯანში (როგორც ვალდებულება) და საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ფული აქვს და თანამდებობის გამოყენებით აქვს კონტაქტები, დადგმას საზღვარგარეთ თავად უზრუნველყოფს, აფინანსებს.
ახლა ჩვენს მთავრობაშიც გამოჩენილა სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, რომლის პიესა ''ღამის სტუმრები'' (თურმე წერს და ჩვენ არაფერი ვიცით) აზერბაიჯანის მთავარ და პირველ სცენაზე - აზდრამა დაიდგა. რას ჰგავს ახლა ეს?! ეს არის მუშაობა და დიასპორასთან ურთიერთობა? არ რცხვენიათ? საქართველოში ამდენი კარგი დრამატურგია და რაღა მხოლოდ თავისი პიესებისთვის ჩარხავს საქმეს?
და ეს კაცი ელჩი რომ იყო აზერბაიჯანში, რომელ ქართულ თეატრს შეხვდა? რომელი მიიღო? რომლის ვიზიტით დაინტერესდა? რომელს მიაქცია ყურადღება? ტელეფონსაც არ პასუხობდა საელჩო, როცა პატივცემული ელჩის მრჩეველი იყო... ასე მუშაობენ ჩვენი სახელმწიფო მოხელეები...
ბატონ გელას კი წარმატებას ვისურვებ სახელმწიფო სამსახურსა და შემოქმედებაში, უკეთ გამოეყენებინოს საკუთარი შემოქმედების რეალიზებისათვის მისი თანამდებობა.
ქეთი მელაძე




















