21 აპრილი, 2015
თამუნა ვაშალომიძე Fashion week-ზე ტრუსის გარეშე მივიდა - "მომიახლოვდა, ხელის წამორტყმა უნდოდა''
ჭორი ვაშალომიძესთან გადავამოწმეთ თამუნა ვაშალომიძე ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამჯერად მოდელმა Fashion week-ზე ეპატაჟური და ექსტრავაგანტული კაბით გაგვაოცა.

მისმა სამოსმა ელვისებური სისწრაფით მიიქცია ყურადღება. გულახდილი კაბა ხაზს უსვამდა თამუნას ქალურ ფორმებს. ინტერნეტსაიტებსა და მოდის ჟურნალებს თვალს თუ გადაავლებთ ამ კაბის ანალოგს ,,ვერსაჩეს" ერთ-ერთ კოლექციაში იხილავთ.

თამუნა: ,, როდესაც მოსასხამი გავიხადე მივხვდი რომ დარბაზი გაჩერდა, გაირინდა, ყველა მე მიყურებდა. კომპლიმენეტები არა მარტო მამაკაცებისგან, არამედ ქალებისგანაც მივიღე, ისინი აღნიშნავდნენ რომ ორიგინალურად გამოვიყურებოდი. რა თქმა
უნდა, ცოტა წაიჭორავეს კიდეც.

ასეთი თამამი ნაბიჯები მუდამ ხდება განხილვის თემა. ერთი ბიჭი მოვიდა და მკითხა ,,ღადაობო?" გააკვირვა იმან რომ საცვალი არ მეცვა, უკანალის დიდი ნაწილი მიჩანდა." - გვითხრა მოდელმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამუნას კაბით დაბნეულმა ერთ-ერთმა მამაკაცმა მის საჯდომზე შეხება სცადა, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდა. იგი დაცვამ სასწრაფოდ გარეთ გაიყვანა და, როგორც ამბობენ, ერთი-ორი გემრიელადაც უთავაზა. ჭორი ვაშალომიძესთან გადავამოწმეთ.

,, - მართალია. მსგავსი შემთხვევა იყო. უკნიდან მომიახლოვდა, ხელის წამორტყმა უნდოდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. (იცინის)."

ქართველმა კაცებმა უნდა გაითავისონ, რომ ერთია როცა ,,თვალს წყალს დაალევინებ," მეორეა როდესაც მოქმედებაზე უტიფრად გადადიხარ. ქალებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მაგრამ ამასთან ერთად მიუწვდომლობას ინარჩუნებენ.

თათული ღვინიანიძე

ასევე იხილეთ:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
1
უსინდისო და უნამუსო ინდივიდი
18:00 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ნეტაი თქვენ,საქმე რომ გამოგლევიათ, რამდენი უნიფხო გაივლის,იმათზე სტატიების წერას და გაპიარებას, ათასი პრობლემაა საქართველოში, და ათასზე უფრო მეტიც,ის მოიძიოთ და გამოაქვეყნოთ და ის გახადოთ განხილვის საგნად არ სჯობია? თუ არა და რა გაგიკვირდათ ტემპერამენტიანი ქართველი კაცისგან? სადმე თუ ამაზე რეაქცია არა აქვთ,შეგნების მაღალი დონის კი არა, დაბალი ტემპერამენტის ბრალია.საქმე ნახეთ განსახილველი, საქმეეეეეე.
17:59 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
დზ ცუდი გოგოა Fashion week-ზე რა უნდოდა საინტერესოა, ეგეც ხოომ პროფილი არაა ვინმესთვის თავი შეეცოდებინა? :)))
17:46 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰა
მაგრამ ამასთან ერთად მიუწვდომლობას ინარჩუნებენ' მომეწონა :დდდ კი აბა რა, გულწრფელ და უანგარო სიყვარულს ელოდება
17:16 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nene
საქმე იმაშია ვინ გაიხდის. არამგონია ყველას ფეხქვეშ დაეგდონ
17:08 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მეცნიერი
არ გცხვენია,სტატიის ავტორო? შენი აზრით, "გემრიელადაც უთავაზა" სტატიაში გამოსაყენებელი ფრაზაა? საერთოდ არაფერი გისწავლია იმასთან დაკავშირებით,რომ სალაპარკო და სამწერლობო ენა განსხვავდება ერთმაეთისგან :(
17:01 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხოხ
დიდი ამბავი კაცო თუ წამორტყმა უნდოდა. ბუნებრივი რეაქცია იყო :დ
16:07 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
ქალი რომელმაც 1 წამში უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა, უამრავი სტატია, ფოტოსესია მიიღო და .... და პატივსაცემი გახდა მხოლოდ იმიტომ რომ გაიხადა არც სწავლა, არც ღამეების თევა წიგნებზე, უბრალოდ გაიხადე და მთელი სამყარო ფეხქვეშ დაგედება
16:05 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS