20 აპრილი, 2015
როგორ აკრიტიკებენ ''X ფაქტორს'' ცნობილი სახეები
პროექტთან დაკავშირებით ხმამაღლა აზრის გამოთქმას არ ერიდებიან ''X ფაქტორის'' მიმართ ინტერესი წელსაც არ წყდება, ყოველ ორშაბათს ხალხი მიუთმენლად ელოდება ახალი ვარსკვლავების გამოჩენას.

პროექტს აკრიტიკებენ კიდეც, მათ შორის არიან შოუბიზნესის ცნობილი სახეები, რომლებიც სოციალურ ქსელში კრიტიკული აზრის გამოთქმას არ ერიდებიან.

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი ''ფეისბუქზე'' წერს: 

''X ფაქტორზე'' რომ გავიდე და ვთქვა, ჩამოსული ვარ ბაქლავებს ვაბარებდი, ბავშვებს ვამეცადინებდი 14 წლიდან, მერე ბინა ვიყიდე და ვეღარ გადავიხადე და ბანკი ქუჩაში მტოვებს ტყუპებთან ერთად, ანუ სიმართლე რაა, მოვიგებ ჰო,
''X ფაქტორს''? ვაი, ჩემს პატრონს...''

კაჭკაჭიშვილს შალვა რამიშვილის ყოფილმა მეუღლემ თეა აბაშმაძემ რამდენიმე რჩევა მისცა.

''თან ისეთი გრიმი გაიკეთე რომ ხალხმა ვერ გიცნოს, თორემ ყველას ფულიანი გონიხარ'' .

მაიკო კაჭკაჭიშვილი:
''მერე ტყუპებს შემოვიყვან საწყლად ვამღერებ და ბინა ჩემია. ჰო, წაიღოს ბანკმა ეს ბინა მაშინ''.

თეა აბაშმაძე: ''ისე სერიოზულად მაგარი იდეაა, ბავშვები გაიყვანო და არა შენ. უბრალოდ ფინალში შეხვალ და ერთობლივად იმღერებთ სამივე და სრულიად საქართველო დაიშოკება''.

მაიკო კაჭკაშიშვილი: ''დამირეკეს, უნდოდათ მაგრამ 10 წლის არიან და იქ 12 დან არის დაშვებული''.

მაიკოს გვერდში დგომას ვერიკო ტურაშვილიც დაპირდა, რომ გვერდში უპრობლემოდ დაუდგებოდა.

ბოლოს კომპოზიტორს რჩევა ეკა კვალიაშვილმაც მისცა.

''კიდევ უნდა დაამძიმო, აი მაგალითად, საწოლებიც გავყიდე. იატაკზე გვძინავს და სინათლე და გაზი 3 თვეა ჩაჭრილი მაქვს- თქო, ერთმანეთს ვეხუტებით, რომ გავთბეთ, და თან, ხელში გქონდეს ძალიან პატარა, რომ არ ჩანდეს, ხახვის ნამცეცი და მოიწმინდე თვალი, აუციელებლად მოიგებ, ხო, და არ გაბედო, კარგად არ იმღერო, ეს ყველაზე მთავარია'' - წერს ეკა კვალიაშვილი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლელა დ.
ნამდვილად სერიოზული და ძლიერი პროექტია! ბოლოს კვლავ გაიმარჯვებს მართლა ნიჭიერი და ხალხის რჩეული.. ყველაფერზე აგრესია და პროტესტი არ შეიძლება, ამით საკუთარ თავს ავნებთ მხოლოდ...
11:03 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
mia
ამათი დასაცინი ვის რა ჭირს ? მერე კიდევ ისევ ესზენი იტყვიან რამ დაბოღმა ხალხიო,ბოღმები კიდევ თქვენ ხართ.საქართველოს "ვარსკვლავებო"
23:32 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
პუწო
ნეტავ ტქვენ რა
11:30 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
და არ არის სასაცილო?
23:52 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გაჩერდი
ეს ეკა კვალიაშვილი არ ჩერდება რა.ქალო ავად არ ხარ შენნნნნნ??????
20:31 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS