20 აპრილი, 2015
ლიზა ბაგრატიონის მესამე ქმარი რომში საიდუმლოდ დაქორწინდა
წყვილის დაშორების შემდეგ, ლიზამ არჩევანი თავისზე უმცროს ალტისტ გიორგი ცაგარელზე გააკეთა ანსამბლ "შვიდკაცას" წევრი დავით ნოზაძე, რომელიც ლიზა ბაგრატიონის მესამე ქმარი გახლდათ, ცოტა ხნის წინ საიდუმლოდ დაქორწინდა. ლიზა დათოს მეორე ცოლი იყო, მანამდე მომღერალს უკვე ჰყავდა ცოლ-შვილი.

ლიზა და დათო ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ და პრესისთვის უხმაუროდ, მაგრამ როგორც ამბობებ, საკმაოდ სკანდალურად დაშორდნენ.

წყვილის დაშორების შემდეგ, ლიზამ არჩევანი თავისზე უმცროს ალტისტ გიორგი ცაგარელზე გააკეთა. ლიზა და გიორგი შეყვარებულები არიან, ოფიციალურად არ უქორწინიათ.

ნოზაძე კი დიდხანს
მალავდა რჩეულს. გოგონას, რომელიც დათოს მესამე ცოლი გახდა სალომე ჰქვია.

Rating

წყვილის ქორწინებისა ჯვრისწერის ამსახველი ფოტოები მათმა მეგობრებმა ფეისბუქის საშუალებით გაავრცელეს. მომღერალმა ჯვარი იტალიის დედაქალაქ რომში დაიწერა.

ჯერ კიდევ ლიზასთან ქორწინებაში მყოფი ნოზაძე პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებდა. ტრადიცია არც ახლა დაურღვევია და ქორწილი საიდუმლოდ გადაიხადა და ცხადია, ჟურნალისტებსაც არ წყალობს და ახალი სიყვარულის ისტორია ჯერჯერობით ისევ ბურუსით მოცული რჩება.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
თავადის ქალო ლიზი! აბა სასწრაფოდ დაქორწინდი ქორფა ჯეელზე. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო, ხომ გაგიგია, თანაც ამ გლეხმა, როგორ უნდა გაჯობოს კნიაჯინა დედოფალას. სასწრაფოდ დაქორწინდი თორე.....
09:44 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მე კიდე
მე კიდე ერტი ვერ გამოვიცვალე ესაა საკმეეე
02:19 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
იზო
ვაიმე რა შუაშია ლიზა, დაწერეთ დათო ნოზაძემ, რომ იქორწინა.საოჯახო მომღერალ ლიზაზე ნაკლებად მღერის თუ ნოზაძეა და არა ბაგრატიონი.აი ლიზა რომ გათხოვდება დაწერეთ დავით ნოზაძის მეორე ცოლი გათხოვდათქო.
00:47 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
ბევრი მაგას თავისუფალ ცხოვრებას ეძახის,ვისაც როგორ ეცხოვრება ისე ცხოვრობს, სამწუხაროთ ნამდვილი ოჯახის მცნება მასეტებისთვის უცხოა
22:34 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მერამდენე ქმარი და ცოლი არიან მაგენმა თუ იციან ნეტა.პირველი დაქორწინებაა ძნელი თუ არა მეორე და მესამე არაფერია. მიდის წყაროს წყალივით.ასეტებზე იტყვიან სიყვარული იციანო.სადაა სიყვარული?პატიოსნების ფასი არაფერი არაა ამქვეყანაზე.
19:54 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
@
ახლა ლიზის ჯერია.
19:37 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ასოშეიდეთ პრესის სააგენტო
ლიზას მეოთხე ქმრის ამჟამინდელი ქმარი ვინ არის?
17:31 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS