16 ივლისი, 2013
ლალი მოროშკინა: „ჩემი ფეხები ხომ უფრო კარგად იყიდება“
განა არ ესმით, რომ ასეთი კადრები უხდება სეზონურ თემებს, ზღვას, სიყვარულს და გართობას, რომელიც ღმერთს მადლობა არ მაკლია, მაგრამ ხომ არსებობს საქმიანი ქრონომეტრაჟი სკანდალები ლალი მოროშკინას გარშემო არ წყდება. ამჯერად ლალი კოლეგებმა, ჟურნალისტებმა გაანაწყენეს.

„მაგრად მიკვირს ჩემი ზოგიერთი კოლეგის (ჟურნალისტებს ვგულისხმობ), როდესაც ჩემს ინტერვიუს, რომელიმე სერიოზულ თემაზეა, არქივიდან შორტებიან ან დეკოლტეიან კადრებს რომ ურთავენ. არა, განა არ ესმით, რომ ასეთი კადრები უხდება სეზონურ თემებს, ზღვას, სიყვარულს და გართობას, რომელიც ღმერთს მადლობა არ მაკლია, მაგრამ ხომ არსებობს
საქმიანი ქრონომეტრაჟი, რომელიც შესაბამის დრეს-კოდს მოითხოვს, ხოდა აარჩიეთ პირადი თუ სარედაქციო არქივიდან ისეთი ფოტოები, რომელიც კონტექსტს არ სცილდება, არ გაქვთ თუ? თუმცა სულ დამავიწყდა, ჩემი ფეხები ხომ უფრო კარგად იყიდება ვიდრე მავანთა ინტერვიუ... ოი, ოი, ოი, ემანდ კალამი არ მოგიტრიალოთ!“

ეს სტატუსი ლალის ფეისბუქის გვერდზე 15 ივლისით თარიღდება. როგორც ჩანს ლალი რომელიმე გამოცემამ გაანაწყენა. ამ დაუცხრომელი ქალბატონის მოქნეული ჩანგალი ყველას გვახსოვს, იმედია კალმის მოქნევის მომსწრეც არ გავხდებით.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ბრრ
http://sheli.zzl.org/smile.gif
22:53 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მეზობლები რა შუაშია.მის შვილებს მეზობელი ხომ არ აჭმევს.ლალი როგორც მას უნდა ისე კი არ ცხოვრობს,როგორი ხვედრიც ერგო ყველანაირი ძალისხმევით აგრძელებს ბრძოლას ვაჟკაცურად,თორემ ლალის და ყველა ქალს უნდა რომ გვერდით ყავდეს საყვარელი მეუღლე და კაცის მოვალეობას შვილების წინაშე შვილების მამა ასრულებდეს.პლუს უქმრობის გამო ბოზს არ უწოდებდნენ.აი ესაა სიმართლე.
19:21 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
გენაცვალე, ქალი ესააა, ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა და არა როგორც მეზობლებს.... გაიხარეეე
18:19 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ნანა ჩემო კარგო,ერთი რამ მინდა გითხრა,ქმართან არგაყრის ბევრი ფაქტორია: მარტოდ არ დარჩენა,ცოლის- და შვილების უზრუნველყოფა,ბინა-თავშესაფარი,სიყვარული და ასე შემდეგ.ქალი რაღაცის გამო არ თმობს მეუღლეს.მეც მღალატობდა და გავეყარე და ყველა მეუბნებოდა რა კარგი ქენიო.მაგრამ უკვე 20 წელი გავიდა და უცხოეთში ტუალეტებს ვხეხავ რომ საკუთარი თავი და შვილები უზრუნველყოფისთვის,აღარც ერთგული და არც მოღალატე ქმარი არ მყვას გვერდით,თუნდაც იმისთვის რომ არასახარბიელო მომენტში სხვისგან მაინც რომ დამიცას.შვილებიც თავის გზაზე არიან და დავრჩი მარტოდ დაკოჟრილი ხელებით.ახლა ვხვდები რომ თუ მოღალატე კაცი არ ჩხუბობს,არ ლოთობს და ოჯახში შემომტანია,არ უნდა გაეყარო თუ მასზე კარგის პოვნის შანსი არ გაქვს.თქვენ რომ გაყროდით მეუღლეს გარანტია გქონდათ რომ შეგირთავდა უფრო კარგი და არამოღალატე?????ან თქვენს შვილებს მიიღებდა სათანადოდ?მოროშკინას რას ედრებით კაცივით ართმევს თავს ოჯახს.შვილებიანო ქალბატონებოოო....ოჯახის დანგრევაზე თავი შეიკავეთ
17:59 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან მინდა შენისთანა თამამი ქალი ვიყო,შენსავით შეუპოვარი და ჩემი ჭკუა მქონდეს, რას გავქაჩავდი? ღმერთმა იცის ახლა სად ვიქნებოდი. ყველას ანგარიშს ვუწევდი და ბოლოს - წავაგე.მადლობასაც არავინ მეუბნება. 52 წელია კაცთან ვარ რომელმაც მთელ თბილის გადაუარა.არ გიხარია ჩემისთანა ქმარი რომ გყავსო? როგორ არა. შურით დასკდნენ რომ არ გავეყარე, მაგრამ მე რა მოვიგე? ყოჩაღ ლალი!
17:09 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ან
არ შეუდეს ამ ქალს? ტქვენ მაინც ყველას გჯობიატ ფარისეველი მაინც არ არის ტქვენსავიტ
10:29 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS