15 აპრილი, 2015
ვარდოსანიძე და ჭაჭუა შერიგდნენ? - გიორგის აღიარება ორი საყვარელი ქალის შესახებ
დაშორების შემდეგ სალომეს ნაჩუქარი ძაღლის მიმართ გიორგი დიდ ყურადღებას იჩენს
სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაწყებულ სიყვარულის ისტორიას ბევრი გულშემატკივრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს თაყვანისმცემლებმა გიგი გაჩეჩილაძესთან მოცეკვავის დაშორება საკმაოდ მძიმედ გადაიტანეს.

გიორგისა და სალომეს გრანდიოზული ქორწილიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მათი თანაცხოვრება დაშორებით დამთავრდა.

ამ თემაზე ღიად არცერთი საუბრობდა. სალომე პრესასთან ურთიერთიერთობას ბოლო დროს თავს არიდებს, გიორგი კი ამბობდა, რომ შესაძლოა ისევ შერიგებულიყვნენ, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ საერთო ბინას ყიდიდა.

სალომეს ცეკვებში ახალი
მეწყვილე ჰყავს, მაქს რიჟიკოვი და როგორც ამბობენ, ახალ მოცეკვავე წყვილს ცეკვების გარდა სიყვარულიც აკავშირებთ.

ამ ამბავს ჭორების მოყვარულები მხოლოდ იმით ამტკიცებენ, რომ სალომემ მაქსს ძაღლი აჩუქა, ისევე როგორც გიორგი ვარდოსანიძეს.

დაშორების შემდეგ სალომეს ნაჩუქარი ძაღლის მიმართ გიორგი დიდ ყურადღებას იჩენს. ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სულ უფრო ხშირად ტვირთავს ''ფეისბუქზე''.

Rating

რამდენიმე საათის წინ გიორგიმ  სალომეს და ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა და კომენტარი დაწერა ''ორი ყველაზე ლამაზი ქალი ჩემთვის''.

გიორგი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. როგორც ჩანს, გიორგის სალომესთან შერიგების სურვილი აქვს და არაა გამორიცხული, რომ წყვილი შერიგდეს და წყენა და უთანხმოება წარსულში დარჩეს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
სიყვარული
ყველაფერს სიყვარულს რატომ არქმევთ? მოვიდა წავიდა მერე კიდევ მოვიდა წავიდა რა ნიახური კი არ არის, ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი, ლოგინი აკავშირებთ და არა სიყვარული, წელიწადში 9 კაცი ვერ შეგიყვარდება დაწყობილი თუ ხარ
12:41 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნელიკო
ვაიმე ნატაააა, მიშიკო არ მოგწონდათ, გიორგი არ მოგწონთ, გვირჩიოთ იქნებ ვინ იქნება კარგი პრეეიდენტი , რომ ისევ არ შევცდეთ.
03:56 / 19-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nata
Ocnebebi rom agvisrula mito vart ak moaxleebad chemo givi,3 milioni ro gkavs darchenili samshobloshi da 80 procenti mshieri gkavs,sircxvilia qveknis
00:59 / 18-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გივი
ქალბატონო ნატა ეს შეკითვა ჩვენი ოცნებების ამსრულებელ ივანიშვილს რომ დაუსვათ ჯობია ))))
23:32 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nata
Sara Sara evropis premier rom itkvis said gaichita prezidentio sircxvilia pata
12:15 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
მყვირალაც გვყვავდა, რომელსაც მსოფლიო იცნობდა
00:41 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nata
Ratom getkina sara,iseti mnishvnelivani figura tu iko chveni prezidenti sad iko 7 tlis ukan sanam mand vikavi,arc opoziciashi iko arc poziciashi da ert dges prezideniaaoo,ikneb axla mixvdet ratom vkidivart mtel evropas fexebze,berdnebic ki dagvcinian
19:07 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nata saras
Chemi berdeni politikosi dges premier ministria,rac ak var sul magis kvirils vismendit televizorshi,chveni prezidenti me rom mand vikavi 7 tlis ukan ar vicodi saertod arsad chanda,mito mkitxa azrze aravinaa es kaci vinaaaoo
19:04 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ეს ძაღლი ერთად აჩუქეს გიომ და სალომ იმ ადამიანს რა ვერ დაიმახსოვრეთ, სხვა მხრივ კარგი სტატიაა.. წარმატებები შერიგებაში...
10:37 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
rezi- kia
Nata:pasuxia ai im didi brzenis Baton bizina ivanishvilis gamo.gepicebi tu ese ar ikos,Tore vin icoda vin iko saertod margvelashvili samcuxarado essa...patoviscemit rezi-kia:))
09:24 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS