15 აპრილი, 2015
ვარდოსანიძე და ჭაჭუა შერიგდნენ? - გიორგის აღიარება ორი საყვარელი ქალის შესახებ
დაშორების შემდეგ სალომეს ნაჩუქარი ძაღლის მიმართ გიორგი დიდ ყურადღებას იჩენს
სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაწყებულ სიყვარულის ისტორიას ბევრი გულშემატკივრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს თაყვანისმცემლებმა გიგი გაჩეჩილაძესთან მოცეკვავის დაშორება საკმაოდ მძიმედ გადაიტანეს.

გიორგისა და სალომეს გრანდიოზული ქორწილიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მათი თანაცხოვრება დაშორებით დამთავრდა.

ამ თემაზე ღიად არცერთი საუბრობდა. სალომე პრესასთან ურთიერთიერთობას ბოლო დროს თავს არიდებს, გიორგი კი ამბობდა, რომ შესაძლოა ისევ შერიგებულიყვნენ, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ საერთო ბინას ყიდიდა.

სალომეს ცეკვებში ახალი
მეწყვილე ჰყავს, მაქს რიჟიკოვი და როგორც ამბობენ, ახალ მოცეკვავე წყვილს ცეკვების გარდა სიყვარულიც აკავშირებთ.

ამ ამბავს ჭორების მოყვარულები მხოლოდ იმით ამტკიცებენ, რომ სალომემ მაქსს ძაღლი აჩუქა, ისევე როგორც გიორგი ვარდოსანიძეს.

დაშორების შემდეგ სალომეს ნაჩუქარი ძაღლის მიმართ გიორგი დიდ ყურადღებას იჩენს. ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სულ უფრო ხშირად ტვირთავს ''ფეისბუქზე''.

Rating

რამდენიმე საათის წინ გიორგიმ  სალომეს და ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა და კომენტარი დაწერა ''ორი ყველაზე ლამაზი ქალი ჩემთვის''.

გიორგი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. როგორც ჩანს, გიორგის სალომესთან შერიგების სურვილი აქვს და არაა გამორიცხული, რომ წყვილი შერიგდეს და წყენა და უთანხმოება წარსულში დარჩეს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
სარა ნატას
,,მე არ ვიცი ეგ ვინაა,, ასეთი გამოთქმა არ არის კორექტული თქვენი მხრიდან თქვენივე ქვეყნის პრეზიდენტზე, მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ სად ხართ, საბერძნეთში თუ საბუეში. იმ შენს ბერძენ პოლიტიკოსს კი, რომელსაც შენთან გაუხდა შესაკითხი ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაზე, გადაეცი, რომ საქართველოს პრეზიდენტის დამსახურებაა კეთილშობილება, სინდისი, თავმდაბლობა, კარგი პოლიტიკოსობა, ადამიანობა და თავისი სამშობლოს და ხალხის სიყვარული. შენ კი გეტყვი რაკი არ იცი, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არის გიორგი მარგველაშვილი. და ბოლოს, შენს პოლიტიკოსს ურჩიე, რომ მეტი იკითხოს, მეტიიიი.
01:12 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატას
ნატას საბერძნეთში ვპასუხობ რა ნიშნიტ აირჰიეს პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა და ბევრი ფული აქვს და ეგონათ ჩამარიგებდა
01:08 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რომა
მე კი არა მარტო მთელი შეგნებული საქართველო გულშემატკივრობს თქვენ შერიგებას სანამ გვიანი არარის მიუტევეთ ერტმანეთს და დაუმტკიცეთ ყველას რომ თქვენ ეს შეგიძლიათ ორივე ერთად ძალიან კარგები ხართ თქვენ ხომ მაგალითი იყავით ლამაზი ქართული ოჯახის.
00:16 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსა
უფ,შვებით ამოვისუნთე რა :-)
22:57 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nata
Mapatiet me saberdnetidan gtert,am temas ar sheesabameba magram gtxovt mipasuxot,berdenma politikosma damisva kitxva ra nishnit airchiet prezidentio da gtxovt mipasuxot ra damsaxurebis gamoa prezidenti rom vupasuxo,me ar vici eg vinaa,madloba gelodebit
21:57 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ნეტა შერიგდნენ.ლამაზი წყვილია..
20:56 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ia
ძლივს კარგი ამბავი, ყოჩაღ ბავშვებო..
20:52 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თეა
ძალიან კარგი თუ შერიგდებიან და უფრო კარგი იქნება თუ თქვენ , ჯურნალისტები არ ჩაყობთ ცხვირს მათ ცხოვრებაში.
19:49 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ina
dzaan minda rom sherigdnen..mgonia rom martla uyvart ertmaneti.
17:46 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS