თეატრისა და კინოს მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თოლორდავა მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც ფილმის გადაღებებზე იყო ჩასული.
თოლორდავა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია. ის არაერთ ფილმში იყო გადაღებული. კოტე თოლორდავამ განსაკუთრებული პოპულარობა სერიალით "ჩემი ცოლის დაქალებით" მოიპოვა.