შვიდ აპრილს პრემიერ-მინისტრს მესამე ბიჭი შეეძინა. როგორც ცნობილია ახალშობილს გაბრიელი დაარქვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მესამე შვილის ახალდაბადებული გაბრიელ ღარიბაშვილის ფოტოები გაავრცელა გაგუას სამშობიარო კლინიკამ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე:
"7 აპრილს 23:30-ზე დავით გაგუას კლინიკა-ში დაიბადა გაბრიელ ღარიბაშვილი წონა - 4000 გრ სიგრძე-52 სმ.
ვულოცავთ ირაკლი ღარიბაშვილს და ნუნუკა თამაზაშვილს მესამე შვილის დაბადებას", ვკითხულობთ კლინიკის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.
