09 აპრილი, 2015
ჭამე ნოდარი ''ტვ 11'' -ში მუშაობის დაწყების დეტალებზე საუბარს თავს არიდებს
საახალწლო კონცერების შემდეგ ''კომედი შოუ'' გიგა ტაბიძემ დატოვა. მაშინ ბევრი დაინტერესდა, რა მოხდა. ''კომედი შოუდან'' გიგას ყველაზე დასამახსოვრებელი სახე ''ჭამე ნოდარი'' იყო და ბევრს მოსწონდა დედისგან დაჩაგრული გმირის მხიარული თავგადასავლები.

გიგა ამბობდა, რომ თვისი თავი ვეღარ დაინახა ამ შოუში, გული ძალიან სწყდებოდა, რომ მეგობრებთან ერთად არ იქნებოდა, მაგრამ უნდოდა, რომ თავისი პროფესიით დაეწყო მუშაობა. ფარმაცევტი ვარ და ამ სფეროში ვცდი ბედსო, ამბობდა.

გიგას როგორც ჩანს, ფარმაცევტობის პერსპექტივა არ ხიბლავს და კვლავ იუმორისტულ არხთან გადაწყვიტა თანამშრომლობა.
რამდენიმე დღის წინ ''ფეისბუქზე'' დაწერა, რომ ''ტვ 11''-ში დაიწყო მუშაობა.

რასაკვირველია, დავინტერესდით, რატომ გააკეთა ''კომედი შოუს'' ყოფილმა მსახიობმა ასეთი არჩევანი. ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა, დაპირისპირების გამო წამოვიდა ''რუსთავი 2''-იდან, მაგრამ გიგამ ''ტვ 11''- ში მუშაობის დაწყების დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
სიმართლის მთქმელი
პრობლემები ჰქონდა მალხაზიშვილთან. არ აკმაჰოფილებდა ის ხელფასი რაც ჰქონდა იმიტომ რომ მიზერული იყო . თან მეორეს მხრივ სულბაგვიანებდა აფეხებზე ეკიდა სამსახურიბდა გამოაბუნძულეს:).
23:43 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ავთო მარგველაშვილი (ვართე)
მოიცა, გაუშვეს ტაბიძე?????
16:07 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
გიგა ბევრს მუშაობდა კომედი შოუში და არ დაუფასეს, მიზერულ ხელფასს ნამდვილად არ იმსახურებდა ეს ადამიანი და იმიტომაც წამოვიდა! საახალწლო კონცერტებზეც მოუტეხეს ფული და ვეგარ აიტანა რა უნდა ექნა
11:27 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაგდუ
ძალია კარგია თანაც ტვ 11ზე
07:43 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS