08 აპრილი, 2015
პოლიციამ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დააკავა
სამართალდამცველებმა მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დააკავეს.  შემთხვევა ზაარბრუკენის მოედანზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მსახიობი  პოლიციასთან თავად მივიდა და დაკავება სთხოვა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. 

მსახიობი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით არის აღძრული.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS