04 აპრილი, 2015
ვახო სანაია ჟურნალისტიკას უბრუნდება
ერთის ნაცვლად უკვე ორი მიმართულებით ვიმუშავებ არხის ხლმძღვანელობასთან უთანხმოების გამო ვახო სანაიამ რამდენიმე თვის წინ „მაესტრო“ დატოვა და ჟურნალისტიკას ჩამოშორდა. თუმცა უახლოეს მომავალში ვახოს კვლავ ვიხილავთ ეთერში.

„გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ ვუბრუნდები ეთერს და ჩემს პროფესიას. ამჯერად ერთის ნაცვლად უკვე ორი მიმართულებით ვიმუშავებ.

ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო ორი სფერო: სპორტის პოლიტიკა და პოლიტიკა.

ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შევხვდებით tvs -ის ეთერში. 19:00 საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე. ეს იქნება საქმიანი ეთერი სტუმრებთან ერთად პრობლემების შესახებ.
სპორტის პოლიტიკის მტკივნეულ და მწვავე თემებზე. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გამოვიტანთ განსახილველად. ეს იქნება თემები, რომლებიც ყველას დაგვაინტერესებს“, წერს ვახო „ფეისბუქზე“.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა დ.
ვახო, გისურვებ წარმატებებს! მიხედონ სკოლაში პიზკულტურის განვითარებას! ახალგაზრდობა დააკვდა მარტო კომპიუტერს..
17:09 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS