02 აპრილი, 2015
ეკა კვალიაშვილის ბრალდებები და ხათუნა ჟორდანიას პასუხი - ''ვერიდებოდი, იმ ადამიანის მხილებას და შერცხვენას, მაგრამ, არჩევანს არ მიტოვებს საზოგადოება...''
მაშინ, კი ბატონო, მე გავაკეთებ ბრიფინგს და საბუთებით ვისაუბრებ იმ ერთ კონკტრეტულ პიროვნებაზე,
„ეკა ხოფერიას თოქ შოუში“ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თავისი ავადმყოფობის შესახებ და შეეცადა განემარტა, თუ სად და როგორ დაიხარჯა თანხები, რომელიც მის დასახმარებლად გადაირიცხა.

ისაუბრა იმაზეც, რომ გულნატკენია, რადგან გამოითქვა ეჭვები, რომ ის ავად არაა, და შეგროვებული თანხა მან ნაოჭების გასასწორებლად გამოიყენა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ხათუნა ჟორდანიამ შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა „ფეისბუქზე“

„ჩემი საყვარელი მომღერლის - ეკა კვალიაშვილის საქველმოქმედო
კონცერტი-მარათონის ინიციატორი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მე ვიყავი. ბაკურ ბაკურაძეს მივმართე თხოვნით, რომ ყოფილიყო ამ საღამოს რეჟისორი.

ერთხელ კიდევ დიდი მადლობა:

1.ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის, რომლებმაც პრაქტიკულად იჯარა გაგვინახევრეს.

2. MS LIGHT- ს, რომელიც უსასყიდლოდ მოემსახურა ამ საღამოს.

3.SILKNET - ს, რომელმაც ფილარმონიის იჯარის ნახევარი დაფარა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკას პირად ანგარიშზეც ჩარიცხა თანხა.

3.ტელეკომპანია იმედს (კერძოდ თამუნა თოთლაძეს) პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფისთვის და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

და ბოლოს დიდი მადლობა ერთ ლამაზ ქართულ ოჯახს, რომელსაც მე პირადად დავუკავშირდი და ეკას ანგარიშზე გადაურიცხა თანხა (თუმცა გამოჩენა არ ისურვეს და მათ სურვილს ისე როგორც მაშინ დღესაც პატივს ვცემ და არ ვასახელებ).

იმედს ვიტოვებ, რომ დღეს „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“, ეკა კვალიაშვილის მიერ გაჟღერებული ორაზროვანი ეჭვები და ბრალდებები, არ ეხებოდა და ჩრდილს არ მიაყენებს ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებს და ქველმოქმედების სურვილს არ დაუკარგავს მათ - წერს ხათუნა.

ხათუნა ჟორდანიას სტატუსზე ეკა კვალიაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა.

„ხათუნა, ჩემო საყვარელო, ის რაც შენ ჩამოთვალე, ეს ყველაფერი მე ვიცი.  ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, აქ ეს ჩამონათვალი არაფერ შუაშია, მე შენ ერთხელ მოგწერე, რომ შევხვედროდით და დაგლაპარაკებოდი, მაგრამ, ვერ მოიცალე ვერც შენ და ვერც მე გავართვი თავი ცუდად ყოფნას, და თუ ასეთი გაუგებრობა გამოიწვია, ამ განცხადებამ.

მაშინ, კი ბატონო, მე გავაკეთებ ბრიფინგს და საბუთებით ვისაუბრებ იმ ერთ კონკტრეტულ პიროვნებაზე, რომელსაც ეხებოდა ეს განცხადება, და ძალიან გთხოვთ ყველას, ჯერ, თუ არ შეწუხდებით, გაერკვიეთ რაზეა საუბარი და შემდეგ ვწეროთ პოსტები, გმადლობთ ყურადღებისთვის, ხათუნა, მე შენ არაერთხელ გადაგიხადე მადლობა და გუშინდელ, გადაცემაშიც მადლობას ვუხდიდი ყველას,სათითაოდ ვერ ჩამოვთვლიდი ყელას, მითუმეტეს გადაცემაში, როდესაც მე ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ვიცი რასაც ვაკონკრეტებ. ამიტომ, ვისაც კითხვა გაქვთ, პირდაპირ შეგიძლიათ დამისვათ.

მე კიდევ ვერიდებოდი, იმ ადამიანის მხილებას და შერცხვენას, მაგრამ, არჩევანს არ მიტოვებს საზოგადოება, რადგან კონკრეტულად უნდა ინფორმაცია, ექნება, რაც შეეხება ამ ჩამონათვალს და ბევრ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩემი პრობლემა, კიდევ და კიდევ, მრავალჯერ ვუხდი მადლობას. და ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

ექიმმა ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, ამიკრძალა სტრესი და ნერვიულობა, და ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ისე, რომ საბოლოოდ მომიღოთ ბოლო! გმადლობთ ყურადღებისთვის“ - წერს კვალიაშვილი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნანა
ჯანმრთელობას ვუსურვებ ეკას,მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის, ყველათი უკმაყოფილო იყო...
13:41 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
ისეთი სათაური იყო...როგორ შეიძლება რეიტინგის აწევა ასეთი განცხადებებით,,ხომ არ გავიწყდებათ აქ საქმე ადამიანის ჯამრთელობას ეხება..და თუ რამე საწინაამღდეგო აზრები გაქვთ ეგ მაშინ ავრცელეთ როცა ადამიანი გამოჯამრთელდება.
13:25 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
!!!
ზოგიერთ ენამწარე მოუბარს,ხახაში ცხელი შანთი უნდა!წადით ეხლა და მიჩივლეთ. ეკას ჯანი და ბედნიერება.
12:33 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ოეეეეეეე, რეიტინგი , ბოლომდე წაგეკითხად მატი მიმოწერა და მერე დაგედოთ საიტზე. სირცხვილია უბრალოდ, არ გეკადრებად ტქვენ ასეთი ვერაგობა.
01:09 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
manana
ფუი მართლა თქვენ ზოგიერთებს,რა დამპალი ენები გაქვთ ხალხო.როგორ არაფრად გიღირთ ადამიანი,ღმერთის არ გეშინიათ?ფრთხილად იყავითნთორემ სხვისი განსჯისთვის ღმერთი უარეს განსაცდელს მოგივლენთ.ეკას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა.
21:52 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS