02 აპრილი, 2015
ეკა კვალიაშვილის ბრალდებები და ხათუნა ჟორდანიას პასუხი - ''ვერიდებოდი, იმ ადამიანის მხილებას და შერცხვენას, მაგრამ, არჩევანს არ მიტოვებს საზოგადოება...''
მაშინ, კი ბატონო, მე გავაკეთებ ბრიფინგს და საბუთებით ვისაუბრებ იმ ერთ კონკტრეტულ პიროვნებაზე,
„ეკა ხოფერიას თოქ შოუში“ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თავისი ავადმყოფობის შესახებ და შეეცადა განემარტა, თუ სად და როგორ დაიხარჯა თანხები, რომელიც მის დასახმარებლად გადაირიცხა.

ისაუბრა იმაზეც, რომ გულნატკენია, რადგან გამოითქვა ეჭვები, რომ ის ავად არაა, და შეგროვებული თანხა მან ნაოჭების გასასწორებლად გამოიყენა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ხათუნა ჟორდანიამ შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა „ფეისბუქზე“

„ჩემი საყვარელი მომღერლის - ეკა კვალიაშვილის საქველმოქმედო
კონცერტი-მარათონის ინიციატორი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მე ვიყავი. ბაკურ ბაკურაძეს მივმართე თხოვნით, რომ ყოფილიყო ამ საღამოს რეჟისორი.

ერთხელ კიდევ დიდი მადლობა:

1.ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის, რომლებმაც პრაქტიკულად იჯარა გაგვინახევრეს.

2. MS LIGHT- ს, რომელიც უსასყიდლოდ მოემსახურა ამ საღამოს.

3.SILKNET - ს, რომელმაც ფილარმონიის იჯარის ნახევარი დაფარა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკას პირად ანგარიშზეც ჩარიცხა თანხა.

3.ტელეკომპანია იმედს (კერძოდ თამუნა თოთლაძეს) პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფისთვის და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

და ბოლოს დიდი მადლობა ერთ ლამაზ ქართულ ოჯახს, რომელსაც მე პირადად დავუკავშირდი და ეკას ანგარიშზე გადაურიცხა თანხა (თუმცა გამოჩენა არ ისურვეს და მათ სურვილს ისე როგორც მაშინ დღესაც პატივს ვცემ და არ ვასახელებ).

იმედს ვიტოვებ, რომ დღეს „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“, ეკა კვალიაშვილის მიერ გაჟღერებული ორაზროვანი ეჭვები და ბრალდებები, არ ეხებოდა და ჩრდილს არ მიაყენებს ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებს და ქველმოქმედების სურვილს არ დაუკარგავს მათ - წერს ხათუნა.

ხათუნა ჟორდანიას სტატუსზე ეკა კვალიაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა.

„ხათუნა, ჩემო საყვარელო, ის რაც შენ ჩამოთვალე, ეს ყველაფერი მე ვიცი.  ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, აქ ეს ჩამონათვალი არაფერ შუაშია, მე შენ ერთხელ მოგწერე, რომ შევხვედროდით და დაგლაპარაკებოდი, მაგრამ, ვერ მოიცალე ვერც შენ და ვერც მე გავართვი თავი ცუდად ყოფნას, და თუ ასეთი გაუგებრობა გამოიწვია, ამ განცხადებამ.

მაშინ, კი ბატონო, მე გავაკეთებ ბრიფინგს და საბუთებით ვისაუბრებ იმ ერთ კონკტრეტულ პიროვნებაზე, რომელსაც ეხებოდა ეს განცხადება, და ძალიან გთხოვთ ყველას, ჯერ, თუ არ შეწუხდებით, გაერკვიეთ რაზეა საუბარი და შემდეგ ვწეროთ პოსტები, გმადლობთ ყურადღებისთვის, ხათუნა, მე შენ არაერთხელ გადაგიხადე მადლობა და გუშინდელ, გადაცემაშიც მადლობას ვუხდიდი ყველას,სათითაოდ ვერ ჩამოვთვლიდი ყელას, მითუმეტეს გადაცემაში, როდესაც მე ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ვიცი რასაც ვაკონკრეტებ. ამიტომ, ვისაც კითხვა გაქვთ, პირდაპირ შეგიძლიათ დამისვათ.

მე კიდევ ვერიდებოდი, იმ ადამიანის მხილებას და შერცხვენას, მაგრამ, არჩევანს არ მიტოვებს საზოგადოება, რადგან კონკრეტულად უნდა ინფორმაცია, ექნება, რაც შეეხება ამ ჩამონათვალს და ბევრ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩემი პრობლემა, კიდევ და კიდევ, მრავალჯერ ვუხდი მადლობას. და ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

ექიმმა ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, ამიკრძალა სტრესი და ნერვიულობა, და ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ისე, რომ საბოლოოდ მომიღოთ ბოლო! გმადლობთ ყურადღებისთვის“ - წერს კვალიაშვილი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ბელა
ყელში ამომივიდა კვე ამ დედაკაცის ავადმყოფობააააააააა
14:16 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
sofo
Ratomaa nuka cudad agzrdili? Iqneb sxvas arc tqveni agzrdili shvili moeconos?! DA rigor sheidzleba ESE ilaparako adamianis avadmyopobaze Vin gtxovt komentaris gaketebas?! Gaanalizet da mere daceret adamianur parglebshi.. Xval tqven ra gelodebat at icit da ase advilad nu isvrut xolme talaxs.. Unda faceze iqnebian undat twiterze eg tqveni saqme araa. At getyobat ragac arc twven dakavebuli iyot..wa2
14:12 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათა
ქალბატონო ნანა იქნება თავი შეიკავოთ , ეს ადამიანი არავის ახვევს თავს თავის ავადმყოფობას,ყველა მის ავადმყოფობაზე თავის ''ცანცარულ'' კომენტარებს ანთხევს და ღიზიანდება ეს ადამიანიც, და კიდევ, ყველამ თქვენ ''კარგად ''აღზრდილ შვილებს რო მიხედოთ არაა??? ესენი თუ ქართველებს ლანძღავენ ამ წამს თქვენ რას აკეთებთ? თუ ესენი ქართველები არ არიან??? დაფიქრდეთ ხოლმე იქნება სანამ რაღაცას წამოაყრანთალებთ???
13:32 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ia
გეტანხმები ნანა სვილიც როგორ იმგვანა ამ ქალმა რა, ტუმცა რა უნდა ესწავლა მისგან.
13:29 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
როგორ შეგვჭამა ამ ქალმა თავისი ავადმყოფობით. დაუნახავი კვალიაშვილი, რომელსაც შვილი ვერ გაუზრდია. მთელი დღე ფბ-ზე სხედან დედა-შვილი და ქართველებს ლანძღავენ.
12:51 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS