02 აპრილი, 2015
ეკა კვალიაშვილის ბრალდებები და ხათუნა ჟორდანიას პასუხი - ''ვერიდებოდი, იმ ადამიანის მხილებას და შერცხვენას, მაგრამ, არჩევანს არ მიტოვებს საზოგადოება...''
მაშინ, კი ბატონო, მე გავაკეთებ ბრიფინგს და საბუთებით ვისაუბრებ იმ ერთ კონკტრეტულ პიროვნებაზე,
„ეკა ხოფერიას თოქ შოუში“ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თავისი ავადმყოფობის შესახებ და შეეცადა განემარტა, თუ სად და როგორ დაიხარჯა თანხები, რომელიც მის დასახმარებლად გადაირიცხა.

ისაუბრა იმაზეც, რომ გულნატკენია, რადგან გამოითქვა ეჭვები, რომ ის ავად არაა, და შეგროვებული თანხა მან ნაოჭების გასასწორებლად გამოიყენა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ხათუნა ჟორდანიამ შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა „ფეისბუქზე“

„ჩემი საყვარელი მომღერლის - ეკა კვალიაშვილის საქველმოქმედო
კონცერტი-მარათონის ინიციატორი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მე ვიყავი. ბაკურ ბაკურაძეს მივმართე თხოვნით, რომ ყოფილიყო ამ საღამოს რეჟისორი.

ერთხელ კიდევ დიდი მადლობა:

1.ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის, რომლებმაც პრაქტიკულად იჯარა გაგვინახევრეს.

2. MS LIGHT- ს, რომელიც უსასყიდლოდ მოემსახურა ამ საღამოს.

3.SILKNET - ს, რომელმაც ფილარმონიის იჯარის ნახევარი დაფარა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკას პირად ანგარიშზეც ჩარიცხა თანხა.

3.ტელეკომპანია იმედს (კერძოდ თამუნა თოთლაძეს) პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფისთვის და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

და ბოლოს დიდი მადლობა ერთ ლამაზ ქართულ ოჯახს, რომელსაც მე პირადად დავუკავშირდი და ეკას ანგარიშზე გადაურიცხა თანხა (თუმცა გამოჩენა არ ისურვეს და მათ სურვილს ისე როგორც მაშინ დღესაც პატივს ვცემ და არ ვასახელებ).

იმედს ვიტოვებ, რომ დღეს „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“, ეკა კვალიაშვილის მიერ გაჟღერებული ორაზროვანი ეჭვები და ბრალდებები, არ ეხებოდა და ჩრდილს არ მიაყენებს ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებს და ქველმოქმედების სურვილს არ დაუკარგავს მათ - წერს ხათუნა.

ხათუნა ჟორდანიას სტატუსზე ეკა კვალიაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა.

„ხათუნა, ჩემო საყვარელო, ის რაც შენ ჩამოთვალე, ეს ყველაფერი მე ვიცი.  ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, აქ ეს ჩამონათვალი არაფერ შუაშია, მე შენ ერთხელ მოგწერე, რომ შევხვედროდით და დაგლაპარაკებოდი, მაგრამ, ვერ მოიცალე ვერც შენ და ვერც მე გავართვი თავი ცუდად ყოფნას, და თუ ასეთი გაუგებრობა გამოიწვია, ამ განცხადებამ.

მაშინ, კი ბატონო, მე გავაკეთებ ბრიფინგს და საბუთებით ვისაუბრებ იმ ერთ კონკტრეტულ პიროვნებაზე, რომელსაც ეხებოდა ეს განცხადება, და ძალიან გთხოვთ ყველას, ჯერ, თუ არ შეწუხდებით, გაერკვიეთ რაზეა საუბარი და შემდეგ ვწეროთ პოსტები, გმადლობთ ყურადღებისთვის, ხათუნა, მე შენ არაერთხელ გადაგიხადე მადლობა და გუშინდელ, გადაცემაშიც მადლობას ვუხდიდი ყველას,სათითაოდ ვერ ჩამოვთვლიდი ყელას, მითუმეტეს გადაცემაში, როდესაც მე ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ვიცი რასაც ვაკონკრეტებ. ამიტომ, ვისაც კითხვა გაქვთ, პირდაპირ შეგიძლიათ დამისვათ.

მე კიდევ ვერიდებოდი, იმ ადამიანის მხილებას და შერცხვენას, მაგრამ, არჩევანს არ მიტოვებს საზოგადოება, რადგან კონკრეტულად უნდა ინფორმაცია, ექნება, რაც შეეხება ამ ჩამონათვალს და ბევრ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩემი პრობლემა, კიდევ და კიდევ, მრავალჯერ ვუხდი მადლობას. და ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

ექიმმა ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, ამიკრძალა სტრესი და ნერვიულობა, და ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ისე, რომ საბოლოოდ მომიღოთ ბოლო! გმადლობთ ყურადღებისთვის“ - წერს კვალიაშვილი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
მარინა
ეკა ყველასთვის საყვარელი მომღერალია და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გულწრფელად. რაც შეეხება იმ თემას, რომ მკურნალი ექიმი ვალდებულია დაფინანსების საკითხებზე თავად ირბინოს, ვერ დავეთანხმები ქალბატონ ეკას, ეგ საკითხები ოჯახის წევრებმა უნდა მოაგვარონ, მით უფრო, თუკი ეს თანხა მოძიებულია და არსებობს, გოგიტა გეგელაშვილმა საზოგადოებას მომღერლის პრობლემის შესახებ უამბო და სწორედ ამას მოჰყვა ქველმოქმედი ადამინების გამოხმაურება.
12:28 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაშინ გეფიქრა ჯამთელობაზე კაცებს რომ იცვლიდი და პეპელასავით ერთი კაციდან მეორეძე რო გადაპრინდებოდი და ჯდებოდი , სამარცხვინო ხარ შენი შვილიანათ და მოდგმიანათ , ერთი სიმჭერა შეგიძლია და ისე შეაძულე ხალხს თავი ეგეც არარუნდათ შენი ასერომ აიკარი გუდანაბადი და იალა ამ ქვეყნიდან ხო მიდიოდი წადი გაგვეშვი ამის წუწუნმა და ამის პრავების კაჩავმა თვინი წაიღო ყველას ამის ვალიაქ და ესაა და მისი შვილი მხოლოდ საქართველოში მართლები და მომღერალები ფუუუ რა უტიფარი დედაბერი ხარ შვილს მიხედე გირჩევნია სანამ გვიან არაა და კიდევ ზდილობისკენ მობრუნებაა შესაძლებელი
12:09 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
უფალმა დაგლოცოს.
22:38 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ქ.ეკა გამოჯანმრთელებას გულწრფელად გისურვებთ,იმდეხანს იცოცხლეთ რამდეხანსაც გინდოდეთ, მაგრამ ბ.გოგიტა ,რომელსაც მრავალი ოჯახი გადაურჩენია განსაცდელისაგან ვერ დაგეთანხმებით დაუსაბუთებელ დადანაშაულებაში
18:38 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
NUNU
ადამიანი თავის წუხილს გამოხატავს და აქედან კიდევ ლაფს ესვრიან,ჩვენ გვქვია კაცტმოყვარე ერი?ბოღმა სად დაანთხიოს ხალხმა უკვე ვეღარ ზომავენ,საღოლ რაა
18:20 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
123
რას გადაგვაყოლა თავის ავადმყოფობას. ხალხი უექიმოდ იხოცება და არავის არ ახვევს თავის პრობლემას.გაცჰუმდეს მაინც
17:23 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ნანა რაში დაინახე ის რო ამ ადამიანმა შეგჭამა? ან ვინ შეჭამა. ? ხალხი არის შურიანი ბოღმიანი. სულ გაველურდა ეს ხალხი? ადამიანი ცუდადაა და ასეთი კომენტარი რას გიშვება? გემატება რამე? სის ამ კომენტარს კვალიაშვილი გული ეტკინებარცხვილია რაა ასეთი საუბარი. შენ ვინ ხარ რო სხვას ნსჯი? შენ საქმეს მიხედე.რა..... იმაზე არ გიფიქრია რო შეიძლება წაიკითხოს ეს შენი უაზრო და ბოღმიანი კომენტარი და გული ეტკინოს? ეს იმიტომ ხდება რო ხალხმა დაკარგა ადამიანობა. ერთმანეთის ჭმის მეტს ვერაფერს ვეღარ აკეთებთ.. 90 იან წლებში რამდენი მარათონი იყო ხოლმე. სოხაძეს მიყავდა ხოლმე სულ.. მარა ასეთ სისაძაგლეს არავინ ამბობდა არასდროს, ეხლა ხალხი დაიბოღმა . ეს ძალიან ცუდს მოუტანს მთელ ერს.. . ნეტა შენ როგორი აღზრდილი შვილი გყავს?
17:21 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ამას მონდომებია მუქთათ ცხოვრება ტავიდან ჭირ ფულის თხოვნა მერე წყალივით მიდის თან მერე უმადური სახით ლანძღვა ,რაიყო ზაფხულის პაესტკის ფულს ხომარ აროვებ ეკაა ამ ყველაფერ შვილისთვის მიგეხედა ზდილობასთან ნაჩხუბარი რომ არის და თან აიფონ 6 გამოვიდა და იქნებ ჩარიცხული თანხიდან ეყიდა ვიცი არ მოერიდება და იყიდის კიდეც მაგრა ყელში ხართ ეს დედა შვილი
16:40 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მეგობრებო, სიკეთეს აფიშირება და მადლიერება არ სჭირდება, სითეთე გვჭირდება ჩვენ, თითოეულ ჩვენთაგანს, რადგან სიკეთე გვაძლიერებს, სიხარულით გვავსებს, ჩვენ ხომ ჩვენივე კეთილდღეობისთვის ვზრუნავთ და განა რა სჯობს იმას, რომ სწორედ ამით გარშემომყოფებს სიცოცხლეს ვუხალისებთ და ვუხანგრძლივებთ!!!
16:23 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
რამდენი შური და ბოროტება აღმოვაჩინე ამ კომენტარებში.გვეყოფა ხალხო!როდემდე უნდა ვიყოთ შურით და ბოღმით გაბერილები. ქალბატონო ეკა გამოჯანმრთელებას გისურვებთ.ნუკა გვალიას და ხათუნა ჟორდანის წარმატებებს ვუსურვებ. ყველამ თავის ერთ ადგილს მიხედოს.არა?
15:00 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS